https://sputnik-georgia.com/20240830/vaslijvarsi-korpusis-uxarisxod-asenebistvis-ert-pirs-braldeba-warudgines-289658593.html
ვაშლიჯვარში კორპუსის უხარისხოდ აშენებისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ვაშლიჯვარში კორპუსის უხარისხოდ აშენებისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, კორპუსის დეფორმაციები ძალიან მძიმე დაზიანებათა ხარისხს განეკუთვნება და ექსპლუატაციისთვის უვარგისია. 30.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-30T14:15+0400
2024-08-30T14:15+0400
2024-08-30T14:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824828_0:0:2501:1407_1920x0_80_0_0_06a462f89dd34288e2899f1385c88eb5.jpg
თბილისი, 30 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, შპს „თორის“ დამფუძნებელმა თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა და მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ საცხოვრებელი ფართები სარგებლობაში გადასცა.აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა 52 მოქალაქეს დაახლოებით 10,1 მლნ ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა, რადგან ვერ უზრუნველყო მათთვის საცხოვრებლად ვარგისი ფართების გადაცემა.სამართალდამცველებმა ბრალდებული 29 აგვისტოს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით (დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.წყარო - პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824828_133:0:2358:1669_1920x0_80_0_0_23d08ff5155e2f10a8864923a58ea556.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, თბილისი დღეს
ვაშლიჯვარში კორპუსის უხარისხოდ აშენებისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
უწყების ცნობით, კორპუსის დეფორმაციები ძალიან მძიმე დაზიანებათა ხარისხს განეკუთვნება და ექსპლუატაციისთვის უვარგისია.
თბილისი, 30 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შპს „თორის“ დამფუძნებელმა თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა და მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ საცხოვრებელი ფართები სარგებლობაში გადასცა.
„2022 წლიდან საცხოვრებელი კორპუსის მზიდ კონსტრუქციაზე სხვადასხვა მიმართულების ბზარები გაჩნდა, ხოლო მოგვიანებით ბეტონის რღვევა განვითარდა. კორპუსის დეფორმაციები ძალიან მძიმე დაზიანებათა ხარისხს განეკუთვნება და ექსპლუატაციისთვის უვარგისია“, - ნათქვამია განცხადებაში.
საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კორპუსის მზიდ კონსტრუქციაში გამოყენებულია მინაბოჭკოვანი არმატურა, რასაც არ ითვალისწინებს კანონმდებლობა და წინააღმდეგობაში მოდის მთავრობის დადგენილებასა და სამშენებლო ნორმებთან. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა 52 მოქალაქეს დაახლოებით 10,1 მლნ ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა, რადგან ვერ უზრუნველყო მათთვის საცხოვრებლად ვარგისი ფართების გადაცემა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 29 აგვისტოს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით (დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.