https://sputnik-georgia.com/20240830/saqartvelos-xelisufleba-sapatriaqrostan-setanxmebis-garese-nabijebs-ar-gadadgams-kalaze-289658219.html
საქართველოს ხელისუფლება საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე ნაბიჯებს არ გადადგამს - კალაძე
საქართველოს ხელისუფლება საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე ნაბიჯებს არ გადადგამს - კალაძე
Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნება“ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად შესაძლო გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა 30.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-30T13:29+0400
2024-08-30T13:29+0400
2024-08-30T13:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კახა კალაძე
ქართული ოცნება
რელიგია
საქართველოს საპატრიარქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042955_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_80e039b1e250f67b11382961e992c25d.jpg
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად შესაძლო გამოცხადებისთვის არანაირი ნაბიჯები საპატრიარქოს თანხმობის გარეშე არ გადაიდგმება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა, რომ საპატრიარქო მსჯელობს მმართველი პარტიის წინადადებაზე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად შესაძლო გამოცხადების შესახებ. მან ეს ინიციატივა წარმოაჩინა „ქართული ოცნების“ სურვილად, გააძლიეროს ეკლესიის სტატუსი და როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.ხუთშაბათს, 29 აგვისტოს, მღვდელმთავართა კრებაზე განხილვის თემა იყო მმართველი პარტიის წინადადება ქართული ეკლესიის როლის კიდევ უფრო გაძლიერების შესახებ, რაც საქართველოს კონსტიტუციით უნდა გამყარდეს. თითქმის ოთხსაათიან კონსულტაციას უმაღლეს სასულიერო პირებთან ერთად პატრიარქის ადვოკატები და კონსტიტუციონალისტები ესწრებოდნენ.ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ამ საკითხზე დისკუსიები გაგრძელდება, რადგან საქმე ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს.ამჟამად სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა რეგულირდება პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს მიღებული 2002 წლის კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია (84,9%). ასევე არიან მუსლიმანები (10,9%), სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები (3%), კათოლიკეები (0,5%) და სხვა კონფესიების წარმომადგენლები (0,7%).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042955_0:0:1140:854_1920x0_80_0_0_014097a6cdf248aae46853601df7935a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კახა კალაძე , ქართული ოცნება , რელიგია, საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კახა კალაძე , ქართული ოცნება , რელიგია, საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს ხელისუფლება საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე ნაბიჯებს არ გადადგამს - კალაძე
„ქართულმა ოცნება“ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად შესაძლო გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად შესაძლო გამოცხადებისთვის არანაირი ნაბიჯები საპატრიარქოს თანხმობის გარეშე არ გადაიდგმება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა, რომ საპატრიარქო მსჯელობს მმართველი პარტიის წინადადებაზე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად შესაძლო გამოცხადების შესახებ. მან ეს ინიციატივა წარმოაჩინა „ქართული ოცნების“ სურვილად, გააძლიეროს ეკლესიის სტატუსი და როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
„ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. ჩვენი მხრიდან არ იქნება ნაბიჯი გადადგმული, ვიდრე საბოლოო შეთანხმება არ იქნება. იცით, რომ საპატრიარქო არის დამოუკიდებელი და ეს დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს”, - განაცხადა კალაძემ.
ხუთშაბათს, 29 აგვისტოს, მღვდელმთავართა კრებაზე განხილვის თემა იყო მმართველი პარტიის წინადადება ქართული ეკლესიის როლის კიდევ უფრო გაძლიერების შესახებ, რაც საქართველოს კონსტიტუციით უნდა გამყარდეს. თითქმის ოთხსაათიან კონსულტაციას უმაღლეს სასულიერო პირებთან ერთად პატრიარქის ადვოკატები და კონსტიტუციონალისტები ესწრებოდნენ.
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ამ საკითხზე დისკუსიები გაგრძელდება, რადგან საქმე ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს.
ამჟამად სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა რეგულირდება პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს მიღებული 2002 წლის კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია (84,9%). ასევე არიან მუსლიმანები (10,9%), სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები (3%), კათოლიკეები (0,5%) და სხვა კონფესიების წარმომადგენლები (0,7%).