https://sputnik-georgia.com/20240830/axalghazrda-qartveli-ziudoisti-msoflio-cempioni-gaxda-289662194.html
ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
Sputnik საქართველო
ნორჩმა ქართველმა სპორტსმენებმა ლიმაში მიმდინარე ტურნირზე უკვე ხუთი მედალი მოიპოვეს 30.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-30T19:07+0400
2024-08-30T19:07+0400
2024-08-30T19:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/1e/289654121_0:0:1001:563_1920x0_80_0_0_064e8e0522dff7e1ad79559b4e16cf2f.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. პერუში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი გივიშვილი (66 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა მსოფლიოს ჩემპიონატი პერუს დედაქალაქ ლიმაში 28 აგვისტოს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდება.გივიშვილმა ფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე აბდულახ ფარჩიევი დაამარცხა.გივიშვილის გარდა, მედლის მოპოვების შანსი ორ ძიუდოისტს ჰქონდა, თუმცა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ორივე დამარცხდა – ვასილ გამეზარდაშვილმა (66 კგ) სერბ ბორის იანკოვიჩთან წააგო, ხოლო მერაბ სამადაშვილს (60 კგ) პოლონელმა იაკუბ კუროვსკიმ სძლია.30 აგვისტოს მსოფლიო პირველობაზე სამი ქართველი გამოვა. მედლების მოპოვებას ცოტნე ბახტაძე, გიორგი მუმლაძე (ორივე 73 კგ) და საბა ჯახველაძე (81 კგ) შეეცდებიან.18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი 2009 წლიდან იმართება. ამ დროისთვის საქართველოს აქვს მოპოვებული 8 ოქროს, 13 ვერცხლის და 16 ბრინჯაოს მედალი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/1e/289654121_0:0:1001:751_1920x0_80_0_0_c6fa36b5689889e153a08291e9c32519.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ნორჩმა ქართველმა სპორტსმენებმა ლიმაში მიმდინარე ტურნირზე უკვე ხუთი მედალი მოიპოვეს
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. პერუში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი გივიშვილი (66 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა მსოფლიოს ჩემპიონატი პერუს დედაქალაქ ლიმაში 28 აგვისტოს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდება.
გივიშვილმა ფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე აბდულახ ფარჩიევი დაამარცხა.
გივიშვილის გარდა, მედლის მოპოვების შანსი ორ ძიუდოისტს ჰქონდა, თუმცა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ორივე დამარცხდა – ვასილ გამეზარდაშვილმა (66 კგ) სერბ ბორის იანკოვიჩთან წააგო, ხოლო მერაბ სამადაშვილს (60 კგ) პოლონელმა იაკუბ კუროვსკიმ სძლია.
30 აგვისტოს მსოფლიო პირველობაზე სამი ქართველი გამოვა. მედლების მოპოვებას ცოტნე ბახტაძე, გიორგი მუმლაძე (ორივე 73 კგ) და საბა ჯახველაძე (81 კგ) შეეცდებიან.
18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი 2009 წლიდან იმართება. ამ დროისთვის საქართველოს აქვს მოპოვებული 8 ოქროს, 13 ვერცხლის და 16 ბრინჯაოს მედალი.