საკონსტიტუციო სასამართლო „გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ სარჩელების განხილვას იწყებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2024
გამოწერა
რეზონანსული კანონის პასუხად დასავლეთმა საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული ნაბიჯები გადადგა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს სარჩელების განხილვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიებს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიები, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროს „უცხოური ძალა“ წარმოადგენს, უცხოური ძალების ინტერესების გამტარი ორგანიზაციების რეესტრში 5 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ.
ამ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები შეიტანეს პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მათ განაცხადეს, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს მეგობრებსა და მტრებს ერთ მწკრივში აყენებს, აწებებს იარლიყებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
გამჭვირვალობის შესახებ" კანონი: ორგანიზაციების რეგისტრაცია დაიწყო>>
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არმიღებისკენ საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდეს ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, შეერთებულმა შტატებმა, გაერომ, ეუთო/ოდირმა, ნატომ, რადგან, მათი აზრით, ის დასავლურ ღირებულებს არ შეესაბამება.
მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტმა კანონი მიიღო, ხოლო დასავლეთმა პასუხად მიიღო ზომები საქართველოს წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner). გარდა ამისა, მთავრობას 95 მლნ დოლარის ოდენობის დახმარება შეუჩერდა.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ნატოს სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0