https://sputnik-georgia.com/20240829/qartul-bazrebze-dasaqmebul-movawreebs-arcevnebze-xmis-micemis-axali-teqnologia-gaacnes-289627267.html
ქართულ ბაზრებში დასაქმებულ მოვაჭრეებს არჩევნებზე ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგია გააცნეს
ქართულ ბაზრებში დასაქმებულ მოვაჭრეებს არჩევნებზე ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგია გააცნეს
Sputnik საქართველო
არჩევნებზე სულ 3030 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან 2262 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით გაიმართება 29.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-29T13:16+0400
2024-08-29T13:16+0400
2024-08-29T14:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცესკო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289190838_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_602188fda64476645acb2056ed3067b2.jpg
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ქვეყნის ბაზრებზე მოვაჭრეებს აჩვენეს, თუ როგორ უნდა მისცენ ხმა არჩევნებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა სულ 31 შეხვედრა, სადაც 4 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს არის დანიშნული. ისინი პირველად ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ელექტრონული კენჭისყრით, რაც პროცედურის გამარტივებას, დათვლის სიზუსტის უზრუნველყოფას და ადამიანური შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება. პარლამენტში შევლენ პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.კერძოდ, ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატებით - ამომრჩევლების თითქმის 90% ისარგებლებს.არჩევნებზე სულ 3030 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან 2262 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით გაიმართება, დანარჩენ უბნებზე - ტრადიციული მეთოდით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289190838_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_3432b43db6435e26badfcf953aa1d582.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართულ ბაზრებში დასაქმებულ მოვაჭრეებს არჩევნებზე ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგია გააცნეს
13:16 29.08.2024 (განახლებულია: 14:25 29.08.2024) არჩევნებზე სულ 3030 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან 2262 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით გაიმართება
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ქვეყნის ბაზრებზე მოვაჭრეებს აჩვენეს, თუ როგორ უნდა მისცენ ხმა არჩევნებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა სულ 31 შეხვედრა, სადაც 4 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს არის დანიშნული. ისინი პირველად ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ელექტრონული კენჭისყრით, რაც პროცედურის გამარტივებას, დათვლის სიზუსტის უზრუნველყოფას და ადამიანური შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება. პარლამენტში შევლენ პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
კერძოდ, ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატებით - ამომრჩევლების თითქმის 90% ისარგებლებს.
არჩევნებზე სულ 3030 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან 2262 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით გაიმართება, დანარჩენ უბნებზე - ტრადიციული მეთოდით.