გურიაში ორი მანქანა ხრამში გადავარდა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2024
გამოწერა
დაშავებულები უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. გურიაში ორი მანქანა ხრამში გადავარდა, რის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომართან ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
დაშავებულები შემთხვევის ადგილიდან სამედიცინო დაწესებულებაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
https://rustavi2.ge/ka/news/290126
ყველა ახალი ამბავი
0