https://sputnik-georgia.com/20240828/rodis-daiwyeba-saqartvelosa-da-rusets-shoris-dipurtiertobebis-agdgenaze-molaparakebebi-289616825.html
როდის დაიწყება საქართველო-რუსეთს შორის დიპურთიერთობების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებები?
როდის დაიწყება საქართველო-რუსეთს შორის დიპურთიერთობების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებები?
Sputnik საქართველო
ექსპერტის აზრით, ახლა ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველომ დაჟინებით მოითხოვოს დასავლეთის ქვეყნების მონაწილეობა აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებით... 28.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-28T14:53+0400
2024-08-28T14:53+0400
2024-08-28T14:53+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23853/26/238532688_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_600dacd5b4034919e87cad3e953a6ae0.jpg
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების დაწყება საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი, განაცხადა РИА Новости-სთან ევრაზიული ანალიტიკური კლუბის ხელმძღვანელმა ნიკიტა მენდკოვიჩმა.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.უფრო მეტიც, ექსპერტის ვარაუდით, გამარჯვების შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“, სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის ჟენევის ფორმატის შემცვლელის ძიებაში, შეიძლება შესთავაზოს ახალი ფორმატი - დასავლეთის ქვეყნების მონაწილეობის გარეშე.როგორც მენდკოვიჩმა განმარტა, ახლა ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველომ დაჟინებით მოითხოვოს დასავლეთის ქვეყნების მონაწილეობა აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში, რადგანაც დასავლეთის ქვეყნები დაინტერესებული არიან არა კრიზისის მოგვარებით, არამედ რეგიონში დესტაბილიზაციით, რათა იგი ახალ ანტირუსულად ფრონტად გადაიქცეს.რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი წარმოებს საერთაშორისო ჟენევის მოლაპარაკებებისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინს შორის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.2024 წლის მარტში დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემ პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი დატოვა და ეს ადგილი გიორგი ქაჯაიამ დაიკავა. აბაშიძე კარასინთან მოლაპარაკებებს პრაღის ფორმატის დაწყების პირველივე დღიდან, 2012 წლის დეკემბრიდან, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აწარმოებდა.2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა 2019 წელს დაწესებული ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23853/26/238532688_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_94105f81e44829e7a9885cce8137f571.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები
როდის დაიწყება საქართველო-რუსეთს შორის დიპურთიერთობების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებები?
ექსპერტის აზრით, ახლა ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველომ დაჟინებით მოითხოვოს დასავლეთის ქვეყნების მონაწილეობა აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების დაწყება საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი, განაცხადა РИА Новости-სთან ევრაზიული ანალიტიკური კლუბის ხელმძღვანელმა ნიკიტა მენდკოვიჩმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
„მოლაპარაკებების დაწყების (რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის - რედ.) ალბათობა დიდია. თუმცა, დიპურთიერთობების და, ზოგადად, „სააკაშვილამდე“ პერიოდის დონის ურთიერთობების სწრაფი აღდგენა ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ძალიან ბევრი პრეტენზია დაგროვდა“, - განაცხადა მენდკოვიჩმა.
უფრო მეტიც, ექსპერტის ვარაუდით, გამარჯვების შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“, სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის ჟენევის ფორმატის შემცვლელის ძიებაში, შეიძლება შესთავაზოს ახალი ფორმატი - დასავლეთის ქვეყნების მონაწილეობის გარეშე.
„ძალიან დიდი მოლოდინები იყო ჟენევასთან (მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში - რედ.) დაკავშირებით, რომ იგი ხელს შეუწყობდა ამიერკავკასიაში გაყინული სავაჭრო და სატრანზიტო ვითარების გალღობას, მაგრამ რეალურად იგი უპერსპექტივო აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ახლა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ომის გამო დასავლური ფორმატების გამოყენება უკვე შეუძლებელი გახდა. ახლა დასავლეთის პოლიტიკა ორიენტირებულია პოსტსაბჭოთა სივრცის დესტაბილიზაციაზე, მათ შორის, კავკასიაში და ამიტომაც მათი მონაწილეობით დიალოგის წარმართვა სრულიად უაზროა“, - დასძინა მან.
როგორც მენდკოვიჩმა განმარტა, ახლა ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველომ დაჟინებით მოითხოვოს დასავლეთის ქვეყნების მონაწილეობა აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში, რადგანაც დასავლეთის ქვეყნები დაინტერესებული არიან არა კრიზისის მოგვარებით, არამედ რეგიონში დესტაბილიზაციით, რათა იგი ახალ ანტირუსულად ფრონტად გადაიქცეს.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი წარმოებს საერთაშორისო ჟენევის მოლაპარაკებებისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინს შორის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.
2024 წლის მარტში დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემ პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი დატოვა და ეს ადგილი გიორგი ქაჯაიამ დაიკავა. აბაშიძე კარასინთან მოლაპარაკებებს პრაღის ფორმატის დაწყების პირველივე დღიდან, 2012 წლის დეკემბრიდან, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აწარმოებდა.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა 2019 წელს დაწესებული ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.