https://sputnik-georgia.com/20240828/ratom-schirdeba-qartul-ocnebas-sakonstitucio-umravlesoba-289621626.html
რატომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა? დეპუტატის განმარტება
რატომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა? დეპუტატის განმარტება
Sputnik საქართველო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. 28.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-28T21:00+0400
2024-08-28T21:00+0400
2024-08-28T21:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288657784_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_07b8dc35055f4268cad1ebaadf5ea108.jpg
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობისა და ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე კონკრეტულ შედეგებს ვერ მიაღწევს, განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.მმართველი პარტია აცხადებს, რომ თუ 26 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებს, წარმატებით შესრულდება მოკლევადიანი, ოთხწლიანი ამოცანა - საქართველოში მშვიდობა, ტრადიციული ღირებულებები და სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეა გაიმარჯვებს. თუ „ქართული ოცნება“ მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას (ადგილების 3/4), გრძელვადიანი ამოცანა შესრულდება - გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოსთვის.მისი თქმით, ამ დასახული ამოცანების აღსრულება საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე შეუძლებელი იქნება.„ამ ყველაფრის შესრულება გამორიცხულია, თუ „ქართულ ოცნებას“ არ ექნა ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართველი ხალხის, რაც უნდა გარდაისახოს კონკრეტულ შედეგში, რასაც ჩვენ ველით კიდეც - ეს იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა“, - განაცხადა ოდიშარიამ.საპარლამენტო არჩევნებისაპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.ძალთა გადანაწილებასაპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288657784_107:0:1812:1279_1920x0_80_0_0_8f7ff85f318310b0d654541510f511cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
რატომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა? დეპუტატის განმარტება
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობისა და ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე კონკრეტულ შედეგებს ვერ მიაღწევს, განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.
მმართველი პარტია აცხადებს, რომ თუ 26 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებს, წარმატებით შესრულდება მოკლევადიანი, ოთხწლიანი ამოცანა - საქართველოში მშვიდობა, ტრადიციული ღირებულებები და სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეა გაიმარჯვებს. თუ „ქართული ოცნება“ მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას (ადგილების 3/4), გრძელვადიანი ამოცანა შესრულდება - გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოსთვის.
„გამოწვევები და ეს საომარი ხაზი გადის სწორედ ქრისტიანული ფასეულობების დაცვაზე, ოჯახური ღირებულებების, ქართული ტრადიციების გადარჩენაზე, ლგბტ-პროპაგანდის აგრესიული ნარატივის აკრძალვაზე და, რაც მთავარია, უახლოეს მომავალში იმ სანუკვარ ოცნებაზე, რომელიც თითოეული ქართველის გულში და სულშია, რომ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა", - განაცხადა ოდიშარიამ.
მისი თქმით, ამ დასახული ამოცანების აღსრულება საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე შეუძლებელი იქნება.
„ამ ყველაფრის შესრულება გამორიცხულია, თუ „ქართულ ოცნებას“ არ ექნა ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართველი ხალხის, რაც უნდა გარდაისახოს კონკრეტულ შედეგში, რასაც ჩვენ ველით კიდეც - ეს იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა“, - განაცხადა ოდიშარიამ.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.