მდინარე ტეხურში 22 წლის ბიჭი დაიხრჩო

© photo: Sputnik / Stringerმდინარე
მდინარე - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2024
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ნიგერიის მოქალაქე იყო.
თბილისი, 28 აგვისტო - Sputnik. მდინარე ტეხურში 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
უბედური შემთხვევა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევთან გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა წყლიდან ამოყვინთვა ვერ შეძლო - იგი მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
ცხედარი მდინარიდან მოქალაქეებმა მალევე ამოასვენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ნიგერიის მოქალაქე იყო.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0