კრივოი როგში უცხოელი ინსტრუქტორების ადგილსამყოფელი გაანადგურეს

© photo: Sputnik / Sergey Bobilev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2024
გამოწერა
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. კრივოი როგში განადგურებულია ადგილი, სადაც უკრაინის არმიის უცხოელი ინსტრუქტორები იყვნენ განთავსებული, განუცხადა „რია ნოვოსტის“ პრორუსული ნიკოლაევის წინააღმდეგობის კოორდინატორმა სერგეი ლებედევმა.
„მიფრენა „მშვიდობიან“ უცხოელ ინსტრუქტორებზე. კრივოი როგში ღამით ძლიერი დარტყმა განხორციელდა. სამხედრო ექიმებმა 15-მდე დაჭრილი გამოიყვანეს – ჩვენი აგენტურის თქმით, ინგლისურენოვნები“, – აღნიშნა ლებედევმა.
პრორუსული წინააღმდეგობის წყაროების თანახმად, უკრაინულმა ძალებმა კვარტალს იერიშის დამთავრებისთანავე შემოარტყა ჯაჭვი, ადგილზე დიდი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ სამოქალაქო სასწრაფო დახმარების მანქანებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, უკრაინულ პრესას ეს თავდასხმა არ გაუშუქებია, ხოლო ხელისუფლება მშრალი კომენტარებით შემოიფარგლა.
ყველა ახალი ამბავი
0