https://sputnik-georgia.com/20240827/ruset-ukrainis-konfliqti-289622062.html
მოსაზრება: როგორაა დაკავშირებული პოკროვსკის და კურსკის მიმართულებები
მოსაზრება: როგორაა დაკავშირებული პოკროვსკის და კურსკის მიმართულებები
Sputnik საქართველო
კიევის რეჟიმისა და ნატოს მცდელობები, ერთობლივად ან თეატრალიზებული დეზინფორმაციით დაამარცხონ რუსეთი, უკვე მხოლოდ დასავლური „ობივატელზე“ თუ მოქმედებს, თუმცა... 27.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-27T19:05+0400
2024-08-27T19:05+0400
2024-08-28T19:05+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/19/289585580_0:0:2881:1622_1920x0_80_0_0_805a59223ca63e13d4275702218398bd.jpg
კიევის რეჟიმისა და ნატოს მცდელობები, ერთობლივად ან თეატრალიზებული დეზინფორმაციით დაამარცხონ რუსეთი, უკვე მხოლოდ დასავლური „ობივატელზე“ თუ მოქმედებს, თუმცა, ზელენსკის პროქსი-არმიისათვის რეალობა ძალიან სავალალოდ და სრულიად უიმედოდ გამოიყურება. ფართო ფრონტზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევები შეუქცევადად აახლოებენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის თავიდანვე დასახულ მიზნებს.რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მასირებულმა საცეცხლე დარტყმებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 65-ზე მეტი მნიშვნელოვანი ობიექტი უკრაინის 15 რეგიონში, კიევისა და კიევის ოლქის ჩათვლით. უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დღეს წყალმომარაგების გარეშე დარჩენილია დნეპრის მარჯვენა სანაპირო - ქალაქის შვიდი რაიონი ათიდან. განადგურებულია უკრაინული ენერგოსისტემის ობიექტები და სამხედრო აეროდრომები ოდესის, ნიკოლაევის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, კიროვოგრადის და ვინიცის ოლქებში, ასევე ჟიტომირში, ლვოვში და როვნოში (სადაც განადგურებული იქნა ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები). უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან გალუშენკომ განაცხადა ენერგოსისტემის კრიზისული მდგომარეობის შესახებ. ვარშავამ აწია ჰაერში თავისი ავიაცია - „საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.რუსეთის ჯარები წარმატებულ შეტევას ახორციელებენ დონბასზე. უკვე შევიდნენ ნოვოგროდოვკაში, გაანთავისუფლეს აღმოსავლური და ცენტრალური უბნები...რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელებმა ვალერი გერასიმოვმა და სერგეი რუდსკოიმ მოახსენეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კურსკის მიმართულებაზე მდგომარეობის შესახებ, სადაც მოწინააღმდეგე შეჩერებულია და განიცდის უზარმაზარ დანაკარგებს. კერძოდ, 20 დღე-ღამეში მან დაკარგა 5800-ზე მეტი სამხედრო, 72 ტანკი, 470 ჯავშანმაქანა და ჯავშანტრანსპორტიორი, 48 საარტილერიო და საზენიტო დანადგარი.„კურსკის გარღვევის“ მცდელობაში უკრაინულ ჯარს , იარაღითა და სადაზვერვო ინფორმაციით აქტიურად ეხმარებიან აშშ და ბრიტანეთი, ნატოს სხვა ქვეყნები. ოპერაციის დაგეგმვაში აქტიურად მონაწილეობდნენ დასავლელი სტრატეგები. ამერიკელი დაქირავებულები Forward Observations Group - დან და სხვა ნატოელი „უკრაინის ჯარის მოხალისეები“ კურსკის მიწაზე დიდ დანაკარგებს განიცდიან... ამასთან, საკმაოდ შესამჩნევი გახდა აშშ-სა და ალიანსის თავშეკავება „დასუსტებულ“ რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტისაგან.ასეა< ტუ ასე, პოლონური აეროდრომი ჟეშუვი დაჩქარებული წესით იღებს Airbus A400M Atlas და Boeing C17A Globemaster III თვითმფრინავებს, რომლებსაც გადააქვთ ტვირთები უკრაინული ჯარებისათვის. ეს დახმარება აშშ-სა და ნატოს მხოლოდ კურსკის ოლქში, თითო დღე-ღამის განმავლობაში8 ასობით მილიონი დოლარი უჯდებათ. ყველასათვის ნათელია: ტუ არ იქნება დასავლური ტექნიკა, აღარც კიევის რეჟიმი იქნება. გადარჩენილი ბანდერეველები გაიქცევიან ევროკავშირსა და ამერიკაში. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი აღმოჩნდა ყოფნა-არ ყოფნის არჩევანის წინაშე, თუმცა, მას ამერიკელები განსაზღვრავენ...რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/19/289585580_134:0:2865:2048_1920x0_80_0_0_7130550abc7e19084f995ad79c1606a8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ანალიტიკა, მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ანალიტიკა, მოსაზრება
კიევის რეჟიმისა და ნატოს მცდელობები, ერთობლივად ან თეატრალიზებული დეზინფორმაციით დაამარცხონ რუსეთი, უკვე მხოლოდ დასავლური „ობივატელზე“ თუ მოქმედებს, თუმცა, ზელენსკის პროქსი-არმიისათვის რეალობა ძალიან სავალალოდ და სრულიად უიმედოდ გამოიყურება. ფართო ფრონტზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევები შეუქცევადად აახლოებენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის თავიდანვე დასახულ მიზნებს.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მასირებულმა საცეცხლე დარტყმებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 65-ზე მეტი მნიშვნელოვანი ობიექტი უკრაინის 15 რეგიონში, კიევისა და კიევის ოლქის ჩათვლით. უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დღეს წყალმომარაგების გარეშე დარჩენილია დნეპრის მარჯვენა სანაპირო - ქალაქის შვიდი რაიონი ათიდან. განადგურებულია უკრაინული ენერგოსისტემის ობიექტები და სამხედრო აეროდრომები ოდესის, ნიკოლაევის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, კიროვოგრადის და ვინიცის ოლქებში, ასევე ჟიტომირში, ლვოვში და როვნოში (სადაც განადგურებული იქნა ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები).
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან გალუშენკომ განაცხადა ენერგოსისტემის კრიზისული მდგომარეობის შესახებ. ვარშავამ აწია ჰაერში თავისი ავიაცია - „საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
რუსეთის ჯარები წარმატებულ შეტევას ახორციელებენ დონბასზე. უკვე შევიდნენ ნოვოგროდოვკაში, გაანთავისუფლეს აღმოსავლური და ცენტრალური უბნები...
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელებმა ვალერი გერასიმოვმა და სერგეი რუდსკოიმ მოახსენეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კურსკის მიმართულებაზე მდგომარეობის შესახებ, სადაც მოწინააღმდეგე შეჩერებულია და განიცდის უზარმაზარ დანაკარგებს. კერძოდ, 20 დღე-ღამეში მან დაკარგა 5800-ზე მეტი სამხედრო, 72 ტანკი, 470 ჯავშანმაქანა და ჯავშანტრანსპორტიორი, 48 საარტილერიო და საზენიტო დანადგარი.
„კურსკის გარღვევის“ მცდელობაში უკრაინულ ჯარს , იარაღითა და სადაზვერვო ინფორმაციით აქტიურად ეხმარებიან აშშ და ბრიტანეთი, ნატოს სხვა ქვეყნები. ოპერაციის დაგეგმვაში აქტიურად მონაწილეობდნენ დასავლელი სტრატეგები. ამერიკელი დაქირავებულები Forward Observations Group - დან და სხვა ნატოელი „უკრაინის ჯარის მოხალისეები“ კურსკის მიწაზე დიდ დანაკარგებს განიცდიან... ამასთან, საკმაოდ შესამჩნევი გახდა აშშ-სა და ალიანსის თავშეკავება „დასუსტებულ“ რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტისაგან.
ასეა< ტუ ასე, პოლონური აეროდრომი ჟეშუვი დაჩქარებული წესით იღებს Airbus A400M Atlas და Boeing C17A Globemaster III თვითმფრინავებს, რომლებსაც გადააქვთ ტვირთები უკრაინული ჯარებისათვის. ეს დახმარება აშშ-სა და ნატოს მხოლოდ კურსკის ოლქში, თითო დღე-ღამის განმავლობაში8 ასობით მილიონი დოლარი უჯდებათ. ყველასათვის ნათელია: ტუ არ იქნება დასავლური ტექნიკა, აღარც კიევის რეჟიმი იქნება. გადარჩენილი ბანდერეველები გაიქცევიან ევროკავშირსა და ამერიკაში. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი აღმოჩნდა ყოფნა-არ ყოფნის არჩევანის წინაშე, თუმცა, მას ამერიკელები განსაზღვრავენ...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე