https://sputnik-georgia.com/20240827/prezidentma-saparlamento-archevnebis-tarigi-gamoacxada-289609505.html
საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოაცხადა
საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოაცხადა
Sputnik საქართველო
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება 27.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-27T18:37+0400
2024-08-27T18:37+0400
2024-08-27T18:37+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260118470_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_eeddb6b56b23204ac04ad2d3ab41e90c.jpg
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა.საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლო შაბათს ტარდება. წელს ეს დღე 26 ოქტომბერს ემთხვევა. კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების თარიღი და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება ქვეყანაში არჩევნებამდე 60 დღით ადრე ცხადდება.საქართველოს პარლამენტი ოთხი წლით ირჩევა. საკანონმდებლო ორგანოს წევრი შეიძლება გახდეს 25 წელს ზემოთ ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში მინიმუმ 10 წელი ცხოვრობდა.26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ძალთა გადანაწილებასაპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260118470_312:205:1176:853_1920x0_80_0_0_977e912ff36fa59b5d8d9e957cab341a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოაცხადა
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლო შაბათს ტარდება. წელს ეს დღე 26 ოქტომბერს ემთხვევა. კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების თარიღი და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება ქვეყანაში არჩევნებამდე 60 დღით ადრე ცხადდება.
„ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების განკარგულებას. მოგვიახლოვდა გადაწყვეტილების დღე, დღე არჩევანის, დღე გადარჩენის. დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, რომელი პოლიტიკური ძალაა მის მსოფლმხვედლობასთან ყველაზე ახლოს, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი დღევანდელი არჩევანი ეგზისტენციალურია, ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
საქართველოს პარლამენტი ოთხი წლით ირჩევა. საკანონმდებლო ორგანოს წევრი შეიძლება გახდეს 25 წელს ზემოთ ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში მინიმუმ 10 წელი ცხოვრობდა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.