https://sputnik-georgia.com/20240827/kvaracxelia-boloniastan-matshis-sauketeso-motamashed-daasaxeles-289600443.html
კვარაცხელია „ბოლონიასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
კვარაცხელია „ბოლონიასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
Sputnik საქართველო
გასულ სეზონში კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. 27.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-27T12:04+0400
2024-08-27T12:04+0400
2024-08-27T12:04+0400
საქართველო
იტალია
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/13/270543909_0:188:1427:991_1920x0_80_0_0_3f28c717745ad261f7f60a6553a9a1d6.jpg
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების და კლუბ „ნაპოლის" თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ახალ სეზონში „სტადიო მარადონაზე“ გამართული პირველივე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.„სტადიო მარადონაზე“ გამართულ მატჩში „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში „ბოლონიას“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ფეხბურთელმა გადამწყვეტი როლი ითამაშა – მის მიერ შესრულებული გადაცემით ანგარიში ნეაპოლელთა კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ გახსნა, 75-ე წუთზე კი კვარაცხელიამ თავადაც გაიტანა.იტალიის ჩემპიონატის პარტნიორმა ტელეკომპანია DANZ-მა და სხვა წამყვანმა გამოცემებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კვარაცხელია დაასახელეს.სპორტულმა პორტალმა Flashscore-მა საქართველოს ნაკრების ლიდერის თამაში 8,9 ქულით შეაფასა, Sofascore-მა – 9,2 ქულით, ხოლო Whoscored-მა თითქმის იდეალური შეფასება – 9,8 ქულა დაუწერა.გასულ სეზონში კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბოლო ტურში მისი გოლი „ფიორენტინასთან“ მაისის საუკეთესო გოლად აღიარეს, კვარაცხელია კი სეზონის განმავლობაში ორჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/13/270543909_0:99:1427:1169_1920x0_80_0_0_bc0f6942785a71d74bdc808253c44e88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, იტალია , სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, იტალია , სპორტი, ახალი ამბები
კვარაცხელია „ბოლონიასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
გასულ სეზონში კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების და კლუბ „ნაპოლის" თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ახალ სეზონში „სტადიო მარადონაზე“ გამართული პირველივე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
„სტადიო მარადონაზე“ გამართულ მატჩში „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში „ბოლონიას“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ფეხბურთელმა გადამწყვეტი როლი ითამაშა – მის მიერ შესრულებული გადაცემით ანგარიში ნეაპოლელთა კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ გახსნა, 75-ე წუთზე კი კვარაცხელიამ თავადაც გაიტანა.
იტალიის ჩემპიონატის პარტნიორმა ტელეკომპანია DANZ-მა და სხვა წამყვანმა გამოცემებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კვარაცხელია დაასახელეს.
სპორტულმა პორტალმა Flashscore-მა საქართველოს ნაკრების ლიდერის თამაში 8,9 ქულით შეაფასა, Sofascore-მა – 9,2 ქულით, ხოლო Whoscored-მა თითქმის იდეალური შეფასება – 9,8 ქულა დაუწერა.
გასულ სეზონში კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბოლო ტურში მისი გოლი „ფიორენტინასთან“ მაისის საუკეთესო გოლად აღიარეს, კვარაცხელია კი სეზონის განმავლობაში ორჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.