გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

© Sputnik / Viktor Kaminskyსახანძრო ბრიგადა
სახანძრო ბრიგადა - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2024
გამოწერა
უცნობია თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მეხუთე მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე გაჩნდა.
როგორც ტელეკომპანიას საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ყველა ახალი ამბავი
0