გურჯაანში გაზგასამართი სადგური აფეთქდა: დაშავებულია ერთი ადამიანი

© video: Sputnik / Stringerშემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2024
გამოწერა
შემთხვევის დროს ადგილზე სადგურის პერსონალი და მომხმარებლები იმყოფებოდნენ.
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის დროს ადგილზე სადგურის პერსონალი და მომხმარებლები იმყოფებოდნენ. მომხდარის შედეგად დაიწვა ავტომობილი და დაზიანდა გაზგასამართი სადგურის კონსტრუქცია.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც პირველადი დახმარება ჩაუტარდა.
რა გახდა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
ადგილზე მეხანძრე- მაშველები, „სასწრაფო დახმარების" ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული.
ყველა ახალი ამბავი
0