მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Telegram-ის აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი საფრანგეთის აეროპორტში დააკავეს

CC BY 2.0 / TechCrunch / პაველ დუროვი
პაველ დუროვი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2024
გამოწერა
დუროვი აზერბაიჯანიდან ჩავიდა და ის ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე დააკავეს.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. საფრანგეთის პოლიციამ Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი პარიზის აეროპორტში დააკავა.
დუროვი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი კერძო თვითმფრინავი ლე-ბურჟეს აეროპორტში დაეშვა - იგი საფრანგეთში აზერბაიჯანიდან დაბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მილიარდერს საფრანგეთში ადანაშაულებენ იმაში, რომ მან არ მიიღო ზომები Telegram-ის დანაშაულებრივად გამოყენების შესაჩერებლად.
პაველ დუროვი რუსეთში დაიბადა და დუბაიში ცხოვრობს. მას არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
შეტყობინებების აპლიკაცია Telegram-ი განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთში, უკრაინასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.
აპლიკაცია რუსეთში 2018 წელს აიკრძალა, მას შემდეგ, რაც დუროვმა მომხმარებლის მონაცემების გადაცემაზე უარი თქვა, მაგრამ აკრძალვა 2021 წელს გაუქმდა.
ყველა ახალი ამბავი
0