https://sputnik-georgia.com/20240825/ramdeni-xorbali-inaxeba-elevatorebshi-289579279.html
რამდენი ხორბალი ინახება ელევატორებში - „საქსტატის“ მონაცემები
რამდენი ხორბალი ინახება ელევატორებში - „საქსტატის“ მონაცემები
Sputnik საქართველო
აპრილის, მაისისა და ივნისის პერიოდში საქართველოში 29 ელევატორი ფუნქციონირებდა. 25.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-25T10:00+0400
2024-08-25T10:00+0400
2024-08-25T10:00+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23363/90/233639017_0:877:2018:2012_1920x0_80_0_0_9f74c29890f8765b1cc5e95a88da3b10.jpg
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მასშტაბით ელევატორებში ინახებოდა 95 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 34,3%-ს შეადგენდა ხორბალი, ნათქვამია სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითად შედეგებში, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.მიმდინარე წლის აპრილის, მაისისა და ივნისის პერიოდში საქართველოში 29 ელევატორი ფუნქციონირებდა.„საქსტატის“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ელევატორებში მოთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 64,3%-ს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.2024 წლის მეორე კვარტალში ელევატორების მიერ გაყიდულია 80,7 მლნ ლარის ღირებულების 64,8 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 63,1% იყო იმპორტირებული პროდუქცია.ამ პერიოდში ყველაზე მეტი ელევატორი (9 ერთეული) მუშაობდა ქვემო ქართლის რეგიონში, ხუთი ელევატორი სამეგრელო-ზემო სვანეთში, ოთხი - იმერეთში, სამი - კახეთში, თბილისსა და შიდა ქართლში, ორი კი გურიაში.აღნიშნულ პერიოდში მომსახურება გაეწია 13 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 41 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა ერთ თვეში 379 ადამიანით განისაზღვრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23363/90/233639017_0:534:2018:2048_1920x0_80_0_0_b23621d9a9a7d4bca1772a5194680aff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
რამდენი ხორბალი ინახება ელევატორებში - „საქსტატის“ მონაცემები
აპრილის, მაისისა და ივნისის პერიოდში საქართველოში 29 ელევატორი ფუნქციონირებდა.
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მასშტაბით ელევატორებში ინახებოდა 95 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 34,3%-ს შეადგენდა ხორბალი, ნათქვამია სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითად შედეგებში, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.
მიმდინარე წლის აპრილის, მაისისა და ივნისის პერიოდში საქართველოში 29 ელევატორი ფუნქციონირებდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ელევატორებში მოთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 64,3%-ს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.
2024 წლის მეორე კვარტალში ელევატორების მიერ გაყიდულია 80,7 მლნ ლარის ღირებულების 64,8 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 63,1% იყო იმპორტირებული პროდუქცია.
ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 86,5%.
ამ პერიოდში ყველაზე მეტი ელევატორი (9 ერთეული) მუშაობდა ქვემო ქართლის რეგიონში, ხუთი ელევატორი სამეგრელო-ზემო სვანეთში, ოთხი - იმერეთში, სამი - კახეთში, თბილისსა და შიდა ქართლში, ორი კი გურიაში.
აღნიშნულ პერიოდში მომსახურება გაეწია 13 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 41 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა ერთ თვეში 379 ადამიანით განისაზღვრა.