https://sputnik-georgia.com/20240825/pshaveli-omalos-gzis-reabilitaciistvis-tenderi-gamocxadda-289579926.html
საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე საშიში გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე საშიში გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
Sputnik საქართველო
ფშაველი-აბანო-ომალოს გზა გასული საუკუნის 60-70-იან წლებში აშენდა 25.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-25T12:52+0400
2024-08-25T12:52+0400
2024-08-25T12:52+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს რეგიონები
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1e/284602107_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_b2f6b3fbe73c70f5de9cb17f1150af12.jpg
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 21,5-25,5 კილომეტრიანი მონაკვეთის სარებილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა, იუწყება „კომერსანტი“.ფშაველი–აბანო–ომალოს გზა ერთადერთი გზაა თუშეთში მოსახვედრად. ის სოფელ ფშაველიდან იწყება და ომალოს აბანოს უღელტეხილის გავლით უერთდება, რომელიც ზღვის დონიდან 2.950 მეტრ სიმაღლეზეა. გზა ვიწროა და ხშირად იმეწყრება. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო გზაზე მოძრაობა წელიწადში დაახლოებით ოთხი–ხუთი თვეა შესაძლებელი.შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალში შედის: შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17.940,426 ლარია. განაცხადების მიღება 20 სექტემბერს დაიწყება და 25 ოქტომბერს დასრულდება.საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ფშაველი–აბანო–ომალოს 72 კილომეტრიან გზაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მრავალმილიონიანი პროექტის რეალიზაცია 2022 წლის ივლისში დაიწყო.თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. უკვე გაფორმებულია 6 ხელშეკრულება, რაც გზის 50 კმ-მდე მონაკვეთის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოებს მოიცავს და მისი ღირებულება, ჯამში, 51.6 მილიონი ლარია. დარჩენილ ორ, ჯამში, 15 კმ-იან მონაკვეთზე, სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება.ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის პირველი 22,5 კილომეტრიანი მონაკვეთი იქნება ასფალტის საფარში მოქცეული. დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები.პროექტი, ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება.ფშაველი-აბანო-ომალოს გზა გასული საუკუნის 60-70-იან წლებში აშენდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1e/284602107_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_276ea10dfdd426916d49b0f9bac2b73f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს რეგიონები, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს რეგიონები, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ახალი ამბები
საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე საშიში გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
ფშაველი-აბანო-ომალოს გზა გასული საუკუნის 60-70-იან წლებში აშენდა
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 21,5-25,5 კილომეტრიანი მონაკვეთის სარებილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა, იუწყება „კომერსანტი“.
ფშაველი–აბანო–ომალოს გზა ერთადერთი გზაა თუშეთში მოსახვედრად. ის სოფელ ფშაველიდან იწყება და ომალოს აბანოს უღელტეხილის გავლით უერთდება, რომელიც ზღვის დონიდან 2.950 მეტრ სიმაღლეზეა. გზა ვიწროა და ხშირად იმეწყრება. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო გზაზე მოძრაობა წელიწადში დაახლოებით ოთხი–ხუთი თვეა შესაძლებელი.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალში შედის:
მოსამზადებელი სამუშაოები;
ბაზის მოწყობა სამშენებლო მოედანზე;
რკინაბეტონის ღარის მოწყობა;
რკინაბეტონის საყრდენი კედლების მოწყობა;
არსებული სახიდე გადასასვლელების შეკეთება;
გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობა და ა.შ.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17.940,426 ლარია. განაცხადების მიღება 20 სექტემბერს დაიწყება და 25 ოქტომბერს დასრულდება.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ფშაველი–აბანო–ომალოს 72 კილომეტრიან გზაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მრავალმილიონიანი პროექტის რეალიზაცია 2022 წლის ივლისში დაიწყო.
თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. უკვე გაფორმებულია 6 ხელშეკრულება, რაც გზის 50 კმ-მდე მონაკვეთის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოებს მოიცავს და მისი ღირებულება, ჯამში, 51.6 მილიონი ლარია. დარჩენილ ორ, ჯამში, 15 კმ-იან მონაკვეთზე, სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის პირველი 22,5 კილომეტრიანი მონაკვეთი იქნება ასფალტის საფარში მოქცეული. დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები.
პროექტი, ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზა გასული საუკუნის 60-70-იან წლებში აშენდა.