თუშეთში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

© photo: Emergency Management Service / FBავარია თუშეთში
ავარია თუშეთში - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2024
გამოწერა
ავტომობილი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. თუშეთში, სოფელ დართლოსთან ავარიაში სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან „ჯიპის” ტიპის ავტომობილი გადავარდა, შედეგად ავტომობილში მყოფმა სამმა პირმა მრავლობითი მოტეხილობა მიიღო.
ისინი შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა მანქანიდან ამოიყვანეს და თელავში გადაიყვანეს. დაშავებულებს პირველადი დახმარება ჩაუტარდათ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0