https://sputnik-georgia.com/20240824/tbilisis-centrsi-axali-satransporto-kvanzis-mowyoba-dasaruls-uaxlovdeba-289570456.html
თბილისის ცენტრში ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა დასასრულს უახლოვდება
თბილისის ცენტრში ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა დასასრულს უახლოვდება
Sputnik საქართველო
პანდუსების საშუალებით ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე გადასვლა უმოკლესი გზით იქნება შესაძლებელი. 24.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-24T12:00+0400
2024-08-24T12:00+0400
2024-08-24T12:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/17/289565575_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_f74b795a5e42b611621b7a69b8142507.jpg
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ვაკის და საბურთალოს რაიონების დამაკავშირებელი მიხეილ თამარაშვილის გამზირსა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსების მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ე.წ. ახალ გზაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც პირდაპირ თამარაშვილის ქუჩასთან დააკავშირებს გზის ამ მონაკვეთს, რაც, კალაძის თქმით, ტრანსპორტის გადაადგილებას უფრო უსაფრთხოს გახდის, ხოლო არსებული პრობლემები აღმოიფხვრება.მერის თქმით, აქ მოეწყობა ტროტუარები, დამონტაჟდება შუქნიშნები უსაფრთხო გადაადგილებისთვის.„აქ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ახალი გზიდან გამოსული ავტომობილები ხელს უშლიდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ამის გამო იქმნებოდა დიდი პრობლემები. ამ კვანძის მოწყობით ეს პრობლემები მოიხსნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.პანდუსების საშუალებით ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე გადასვლა უმოკლესი გზით იქნება შესაძლებელი. ამ დროისთვის, საყრდენი კედლების მშენებლობა დასრულებულია. გარდა ამისა, დაგებულია ასფალტის საფარის ქვედა ფენები მიხეილ თამარაშვილის გამზირიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ჩამსვლელ ზოლზე.პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტროტუარი და გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება LED ლამპიონები და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.ახალი სატრანსპორტო კვანძი შუქნიშნებით დარეგულირდება, რაც უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის, როგორც ქვეითთა, ასევე ავტომობილების გადაადგილებას.სამუშაოებს, რომლის ღირებულება 1,7 მლნ ლარს შეადგენს, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/17/289565575_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_b761c3c3be194134b6a85f082bc1d633.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ვითარება გზებზე
თბილისის ცენტრში ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა დასასრულს უახლოვდება
პანდუსების საშუალებით ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე გადასვლა უმოკლესი გზით იქნება შესაძლებელი.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ვაკის და საბურთალოს რაიონების დამაკავშირებელი მიხეილ თამარაშვილის გამზირსა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსების მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ე.წ. ახალ გზაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც პირდაპირ თამარაშვილის ქუჩასთან დააკავშირებს გზის ამ მონაკვეთს, რაც, კალაძის თქმით, ტრანსპორტის გადაადგილებას უფრო უსაფრთხოს გახდის, ხოლო არსებული პრობლემები აღმოიფხვრება.
„სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. მაგალითად, თამარაშვილის ქუჩიდან ამირეჯიბის გზატკეცილზე ჩასასვლელი უკვე გახსნილია, გაკეთებულია, დაგებულია ასფალტის ქვედა ფენები. სამუშაოები სექტემბრის დასაწყისში დასრულდება და აღნიშნული კვანძი მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას“, - განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, აქ მოეწყობა ტროტუარები, დამონტაჟდება შუქნიშნები უსაფრთხო გადაადგილებისთვის.
„აქ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ახალი გზიდან გამოსული ავტომობილები ხელს უშლიდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ამის გამო იქმნებოდა დიდი პრობლემები. ამ კვანძის მოწყობით ეს პრობლემები მოიხსნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პანდუსების საშუალებით ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე გადასვლა უმოკლესი გზით იქნება შესაძლებელი. ამ დროისთვის, საყრდენი კედლების მშენებლობა დასრულებულია. გარდა ამისა, დაგებულია ასფალტის საფარის ქვედა ფენები მიხეილ თამარაშვილის გამზირიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ჩამსვლელ ზოლზე.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტროტუარი და გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება LED ლამპიონები და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
ახალი სატრანსპორტო კვანძი შუქნიშნებით დარეგულირდება, რაც უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის, როგორც ქვეითთა, ასევე ავტომობილების გადაადგილებას.
სამუშაოებს, რომლის ღირებულება 1,7 მლნ ლარს შეადგენს, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.