სტიქია საქართველოში - უამინდობამ რამდენიმე რეგიონი დააზარალა

© Ajara TVწყალდიდობა ბათუმში
წყალდიდობა ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2024
გამოწერა
გუშინ მოსულმა უხვმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ახმეტის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
კერძოდ, სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ჩახერგა საავტომობილო გზები, მოგლიჯა ხეები და გაანადგურა სავარგულები.
დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ახმეტის სოფლების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები. სტიქიის შედეგებს შესაბამისი სამსახურები ითვლიან.
ბათუმში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი. ადგილობრივი მერიის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტად მიმდინარეობდა ცხაურების, ჭებისა და ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა.
უწყების ცნობით, ქალაქის წყალმიმღები სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს, ამ ეტაპისთვის მდგომარეობა სტაბილურია. სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხებულა.
გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა ნალექმა პრობლემების შექმნა ონის მუნიციპალიტეტშიც. ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი ხიდი ნაწილობრივ დააზიანა, რის შედეგადაც სოფელ გლოლასთან გადაადგილება დროებით შეზღუდულია.
ონის მერიის ინფორმაციით, ამ დროისათვის, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დილიდან დაიწყო ტექნიკის მობილიზება, მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.
ყველა ახალი ამბავი
0