https://sputnik-georgia.com/20240824/beri-nikolozis-narimanis-sacxovrebel-korpussi-ori-adamiani-dawres-289576911.html
ბერი ნიკოლოზის (ნარიმანის) საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი დაჭრეს
ბერი ნიკოლოზის (ნარიმანის) საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი დაჭრეს
Sputnik საქართველო
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 24.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-24T17:53+0400
2024-08-24T17:53+0400
2024-08-24T17:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/16/287476366_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_fffa20c6e708d05ea636f6f6e65538c6.jpg
თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. თბილისში, ფონიჭალაში ორი ადამიანი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.მისამართზე, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა, ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სწორედ მრევლი დაუპირისპირდა.ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს „მრევლის“ ხელჩართული ჩხუბი სადარბაზოში, სადაც, სავარაუდოდ, ბერი ნარიმანი ცხოვრობს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ნარიმანის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში „მრევლს“ შორის ჩხუბი ხდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/16/287476366_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_508a5cc724974bdab44ef975fd2f5a34.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
ბერი ნიკოლოზის (ნარიმანის) საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი დაჭრეს
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. თბილისში, ფონიჭალაში ორი ადამიანი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
მისამართზე, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა, ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სწორედ მრევლი დაუპირისპირდა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს „მრევლის“ ხელჩართული ჩხუბი სადარბაზოში, სადაც, სავარაუდოდ, ბერი ნარიმანი ცხოვრობს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ნარიმანის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში „მრევლს“ შორის ჩხუბი ხდება.