https://sputnik-georgia.com/20240823/tbilissi-miusafari-zarlebis-vaqcinacia-mimdinareobs-289566542.html
თბილისში მიუსაფარი ძაღლების ვაქცინაცია მიმდინარეობს
თბილისში მიუსაფარი ძაღლების ვაქცინაცია მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
მიუსაფარ ცხოველთა ვაქცინაცია გრძელდება და თბილისის ყველა უბანს მოიცავს. 23.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-23T20:55+0400
2024-08-23T20:55+0400
2024-08-23T20:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/17/287513735_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_e93045c91d44017299dac0634e70ec88.jpg
თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.უწყების ცნობით, ერთობლივი ღონისძიება მიზნად ისახავს ცოფის გავრცელების რისკის მინიმუმამდე შემცირებას.ღონისძიების ფარგლებში, ამჯერად ვეტერინარებმა ვარკეთილის ბინადარი მიუსაფარი ცხოველები აცრეს. ვაქცინაცია მიმკედლებლებთან კოორდინაციით ხორციელდება.ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ტარდება.ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ადამიანსა და ცხოველში ცოფის კლინიკურად გამოვლინების შემთხვევაში შედეგი ყოველთვის ლეტალურად მთავრდება.ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა შინაური (ძაღლი, კატა) და გარეული (მელა, ტურა, მგელი და სხვა) ხორცისმჭამელი ცხოველი. ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად.დასნებოვნება ასევე შეიძლება გამოიწვიოს პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე, დაზიანებულ კანზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრამ.სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, მოერიდონ გარეულ, მიუსაფარ ან უცხო ცხოველებთან კონტაქტს. ასევე, თუ ცხოველს შეამჩნევენ დაავადებისათვის დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს, დაუყოვნებლივ მიმართონ ვეტერინარს.სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში ჭრილობა სასწრაფოდ ჩამოიბანონ საპნითა და წყლით, შემდგომ აუცილებლად მიმართონ რაბიოლოგს.ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას ყოველწლიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს და 300 ათას ძაღლსა და კატას ცრის.წყარო - სურსათის ეროვნული სააგენტო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/17/287513735_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_80e1e79c3cea1c1e2f87823481774139.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება
თბილისში მიუსაფარი ძაღლების ვაქცინაცია მიმდინარეობს
მიუსაფარ ცხოველთა ვაქცინაცია გრძელდება და თბილისის ყველა უბანს მოიცავს.
თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ერთობლივი ღონისძიება მიზნად ისახავს ცოფის გავრცელების რისკის მინიმუმამდე შემცირებას.
ღონისძიების ფარგლებში, ამჯერად ვეტერინარებმა ვარკეთილის ბინადარი მიუსაფარი ცხოველები აცრეს. ვაქცინაცია მიმკედლებლებთან კოორდინაციით ხორციელდება.
ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ტარდება.
ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ადამიანსა და ცხოველში ცოფის კლინიკურად გამოვლინების შემთხვევაში შედეგი ყოველთვის ლეტალურად მთავრდება.
ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა შინაური (ძაღლი, კატა) და გარეული (მელა, ტურა, მგელი და სხვა) ხორცისმჭამელი ცხოველი. ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად.
დასნებოვნება ასევე შეიძლება გამოიწვიოს პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე, დაზიანებულ კანზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრამ.
სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, მოერიდონ გარეულ, მიუსაფარ ან უცხო ცხოველებთან კონტაქტს. ასევე, თუ ცხოველს შეამჩნევენ დაავადებისათვის დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს, დაუყოვნებლივ მიმართონ ვეტერინარს.
სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში ჭრილობა სასწრაფოდ ჩამოიბანონ საპნითა და წყლით, შემდგომ აუცილებლად მიმართონ რაბიოლოგს.
ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას ყოველწლიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს და 300 ათას ძაღლსა და კატას ცრის.