მოსაზრება: კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა შეიძლება საშიში იყოს

© photo: Sputnik / Alexey Mayshev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2024
გამოწერა
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები მეთოდურად და შეუქცევადად ატარებენ ბანდერეველი უკრაინის დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას. მიუხედავად ყველაფრისა, აშშ და ნატო ჯერ მზად არ არიან კაპიტულაციისათვის რუსეთთან ბრძოლაში. ისინი უშედეგოდ ცდილობენ, საბრძოლო მარაგების წარმოების ზრდას, უფრო ეფექტიანად გამოიყენონ უკრაინული არმიის დარჩენილი სამობილიზაციო რეზერვები... ყველაფერი, რაც დღეს ხდება, არის კიევის რეჟიმისა და ამერიკული „ჰეგემონიის“ გაჭიანურებული აგონია.
რუსული ჯარები დონბასში შეტევის ტემპებს ზრდიან და თანმიმდევრულად ათავისუფლებენ სოფლებსა და დასახლებულ პუნქტებს. .. კიევი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის ყველა რეზერვს „კურსკის ავანტიურაში“ იყენებს. ზელენსკი აშშ, ბრიტანეთისა და საფრანგეთისაგან მასშტაბურ სამხედრო დახმარებას ითხოვს. დასავლეთი კი საკუთარი „ინვესტიციების“ წარმატებულობაში დარწმუნებული არ არის.
ბრიტანული გაზეთი The Telegraph უკვე ხედავს კურსკის მიმართულებაზე უკრაინული ჯარის „ოპერაციის ჩავარდნას“. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელების დანაკარგებმა კურსკის მიმართულებაზე 300 მეტი სამხედრო შეადგინა, ხოლო საერთო დანაკარგებმა 6 აგვისტოს შემდეგ - 4700 მეტი მებრძოლი.
სპეცოპერაციის მსვლელობისას „დემილიტარიზებულია“ უკრაინული ჯარის 290 მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 30300 უპილოტო საფრენი აპარატი, 570 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 17350 ტანკი და სხვა ჯავშანმანქანა, 14900 სხვა და სხვა საარტილერიო იარაღი.
რუსული ჯარი მეთოდურად ანადგურებს ბანდერეველებს დონბასში და დანარჩენ, კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ანტირუსულ რეჟიმის შენარჩუნების შანსს არ ტოვებს. უკრაინული არმიის მცდელობები, კონტრშეტევები განახორციელოს, არარეალურია.
საერთაშორისო სააგენტო Reuters -მა გამოაქვეყნა უზარმაზარი გამოძიების მასალები „დასავლური სამხედრო მრეწველობის სავალალო მდგომარეობის შესახებ“, ფრიად ბევრის მეტყველი სათაურით: „ აშშ-სა და ნატოს მრავალ წლიურმა არასწორმა გათვლებმა უკრაინაში ჭურვების მწვავე უკმარისობამდე მიიყვანეს საქმე“. თურმე, ამაში დამნაშავეა ყველა, აშშ-ს კონგრესის ჩათვლით, გარდა იმ ბრიყვებისა, ვინც უშუალოდ წამოიწყო რუსეთთან ომი. კიევის არმიის წარმომადგენლები საარტილერიო ჭურვების უკმარისობაში ამერიკელებს ადანაშაულებენ..
ნატოს ივნისის სამიტზე ვაშინგტონში, აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღიარა: „ჩვენ გვჭირდება ახალი სამრეწველო პოლიტიკა. ზოგი
ერთ ჩვენთაგანისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენი ჩამორჩენა“. რუსეთის თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის დაწევას წლები და ათწლეულები დასჭირდება, ვინაიდან ქვეყანა ძალიან სწრაფად გადავიდა სამხედრო ეკონომიკის რელსებზე. რუსეთთან პროქსი-ომის მსვლელობის ანალიზისას, Reuters ანიშნა, რომ ეს იყო „მომაკვდინებელი ავანტიურა“...
კიევის რეჟიმის გაჭიანურებული აგონია არის აშშ-სა და ნატოს სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო-ეკონომიკური სამარცხვინო და დამამცირებელი დამარცხების მოახლოვება. კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა შეიძლება, საშიში იყოს - მთელი ევროპისათვის და მსოფლიოსთვის. თუმცა, იგი განწირულია...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმეოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0