https://sputnik-georgia.com/20240823/ruset-ukrainis-konfliqti-289559555.html
მოსაზრება: რუსეთის სასაზღვრო ჯარების აღორძინება - დროის ულტიმატუმი
მოსაზრება: რუსეთის სასაზღვრო ჯარების აღორძინება - დროის ულტიმატუმი
Sputnik საქართველო
კურსკის ოლქის მოსაზღვრე რაიონებში უკრაინული არმიის გარღვევის ძირითადი გაკვეთილი მდგომარეობს იმაში, რომ რუსული საზღვრების უსაფრთხოებას მუდმივად უნდა... 23.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-23T11:34+0400
2024-08-23T11:34+0400
2024-08-23T11:34+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24537/58/245375862_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_ef3da719972647c7359531fe669f9fb2.jpg
კურსკის ოლქის მოსაზღვრე რაიონებში უკრაინული არმიის გარღვევის ძირითადი გაკვეთილი მდგომარეობს იმაში, რომ რუსული საზღვრების უსაფრთხოებას მუდმივად უნდა უზრუნველყოფენ სპეციალური, სასაზღვრო ჯარები.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც მიეძღვნა მოსაზღვრე ტერიტორიების სამხედრო უსაფრთხოებას, გაცხადდა, რომ შეიქმნა ჯარების ახალი დაჯგუფებები - „ბელგოროდი“, „კურსკი“ და „ბრიანსკი“ (რუსეთის შესაბამის რეგიონებში).რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის წარმომადგენელი და დაჯგუფებების მეთაურები პასუხისმგებლები არიან მოქალაქეთა და ტერიტორიების გარე აგრესიისგან, უპილოტო საფრენი აპარატების შეტევებისგან და სხვა საშუალებებისგან დაცვის ორგანიზებაზე. სამი ახალი დაჯგუფების სტრუქტურა და რაოდენობრივი შემადგენლობა არ ხმაურდება. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანებია ჯარების საჭირო შეიარაღებით, სამხედრო და სპეციალური ტექნიკით ეფექტიანი უზრუნველყოფა, ასევე მათი მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფა...2023 წლის ზაფხულში, უკრაინული დივერსიული ჯგუფების რეიდების შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, გენერალ-ლეიტენანტმა ანდრეი გურულევმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, სასაზღვრო ჯარების აღორძინების, სახელმწიფო საზღვრის დაცვის საჯარისო მოდელის დაბრუნების შესახებ. მანამდე გურულევმა აღნიშნა: „დროა, ვაღიაროთ, რომ სასაზღვრო ჯარების სასაზღვრო სამსახურში ოპტიმიზაცია შეცდომა იყო. თუ საბჭოთა დროის გამოცდილებას მივუბრუნდებით, ეს არასაკმარისი იქნება. საჭიროა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ძალები, თუნდაც მწირი, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების მასობრივი დანერგვა...“გორბაჩოვის „პერესტროიკის“ მსვლელობისას და სსრ კავშირის დაშლისას, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო ძალები ტრანფორმირდა ფედერალურ სასაზღვრო სამსახურად, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დაექვემდებარა. უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახური შეიქმნა 2002 წელს. და ბევრი ექსპერტი თვლის, რომ, სპეციალური ჯარების მაგივრად, რომელსაც შეეძლოთ, დაპირისპირებოდნენ მოწინააღმდეგის მთელო დაჯგუფებებს, რუსეთმა მიიღო შეზღუდული ფუნქციის, საზღვრისპირა პოლიციის მსგავსი, გასამხედროებული სტრუქტურა...დღეს რუსეთის 60 000 კილომეტრიანი სახელმწიფო საზღვრის საიმედო დაცვისათვის აუცილებელია სასაზღვრო ჯარები (არა აქვს მნიშვნელობა, რომელ უწყებას დაექვემდებარებიან), დაკომპლექტებული, გაწვრთნილი, შეიარაღებული და აღჭურვილი ისე, რომ ვერც ერთმა მოწინააღმდეგემ ვერ გაბედოს გარღვევის განძრახა - ვერც ხმელეთით, ვერც ჰაერში, ვერც წყალზე.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24537/58/245375862_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_6130b761f39ea91f53f40d9283444400.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
კურსკის ოლქის მოსაზღვრე რაიონებში უკრაინული არმიის გარღვევის ძირითადი გაკვეთილი მდგომარეობს იმაში, რომ რუსული საზღვრების უსაფრთხოებას მუდმივად უნდა უზრუნველყოფენ სპეციალური, სასაზღვრო ჯარები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც მიეძღვნა მოსაზღვრე ტერიტორიების სამხედრო უსაფრთხოებას, გაცხადდა, რომ შეიქმნა ჯარების ახალი დაჯგუფებები - „ბელგოროდი“, „კურსკი“ და „ბრიანსკი“ (რუსეთის შესაბამის რეგიონებში).
რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის წარმომადგენელი და დაჯგუფებების მეთაურები პასუხისმგებლები არიან მოქალაქეთა და ტერიტორიების გარე აგრესიისგან, უპილოტო საფრენი აპარატების შეტევებისგან და სხვა საშუალებებისგან დაცვის ორგანიზებაზე. სამი ახალი დაჯგუფების სტრუქტურა და რაოდენობრივი შემადგენლობა არ ხმაურდება.
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანებია ჯარების საჭირო შეიარაღებით, სამხედრო და სპეციალური ტექნიკით ეფექტიანი უზრუნველყოფა, ასევე მათი მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფა...
2023 წლის ზაფხულში, უკრაინული დივერსიული ჯგუფების რეიდების შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, გენერალ-ლეიტენანტმა ანდრეი გურულევმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, სასაზღვრო ჯარების აღორძინების, სახელმწიფო საზღვრის დაცვის საჯარისო მოდელის დაბრუნების შესახებ.
მანამდე გურულევმა აღნიშნა: „დროა, ვაღიაროთ, რომ სასაზღვრო ჯარების სასაზღვრო სამსახურში ოპტიმიზაცია შეცდომა იყო. თუ საბჭოთა დროის გამოცდილებას მივუბრუნდებით, ეს არასაკმარისი იქნება. საჭიროა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ძალები, თუნდაც მწირი, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების მასობრივი დანერგვა...“
გორბაჩოვის „პერესტროიკის“ მსვლელობისას და სსრ კავშირის დაშლისას, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო ძალები ტრანფორმირდა ფედერალურ სასაზღვრო სამსახურად, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დაექვემდებარა. უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახური შეიქმნა 2002 წელს. და ბევრი ექსპერტი თვლის, რომ, სპეციალური ჯარების მაგივრად, რომელსაც შეეძლოთ, დაპირისპირებოდნენ მოწინააღმდეგის მთელო დაჯგუფებებს, რუსეთმა მიიღო შეზღუდული ფუნქციის, საზღვრისპირა პოლიციის მსგავსი, გასამხედროებული სტრუქტურა...
დღეს რუსეთის 60 000 კილომეტრიანი სახელმწიფო საზღვრის საიმედო დაცვისათვის აუცილებელია სასაზღვრო ჯარები (არა აქვს მნიშვნელობა, რომელ უწყებას დაექვემდებარებიან), დაკომპლექტებული, გაწვრთნილი, შეიარაღებული და აღჭურვილი ისე, რომ ვერც ერთმა მოწინააღმდეგემ ვერ გაბედოს გარღვევის განძრახა - ვერც ხმელეთით, ვერც ჰაერში, ვერც წყალზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე