მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინი: უკრაინამ კურსკის აეს-ზე თავდასხმა სცადა

  - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2024
გამოწერა
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. უკრაინულმა ძალებმა 22 აგვისტოს ღამით კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა სცადეს, რაზეც უკვე ინფორმირებულის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
„მოწინააღმდეგე დღეს ღამით შეეცადა, დარტყმა მიეყენებინა ატომური სადგურისთვის. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ინფორმირებულია ამის თაობაზე. ისინი დაგვპირდნენ, რომ თავადაც ჩამოვლენ და სპეციალისტებსაც გამოგზავნიან სიტუაციის შესაფასებლად. იმედი მაქვს, რომ ისინი ამას, ბოლოს და ბოლოს, გააკეთებენ“, – თქვა პუტინმა რეგიონების ხელმძღვანელებთან ვიდეოკონფერენციისას.
აღსანიშნავია, რომ 22 აგვისტოს ღამითა და დილით კურსკის ოლქში ოთხჯერ გამოცხადდა სარაკეტო საფრთხე.
IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ უკვე განაცხადა, რომ კურსკის ატომურ ელექტროსადგურს მოინახულებს. მისი თქმით, ეს ვიზიტი აუცილებელია, ვინაიდან რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს სადგურის დაზიანების „ძალიან სერიოზული“ რისკი არსებობს.
გროსის თქმით, ვიზიტის ფარგლებში იგი გაესაუბრება სადგურის ხელმძღვანელობას, შეამოწმებს მას და შეაფასებს გარე ელექტრომომარაგების და მისასვლელი გზების მდგომარეობას. ვიზიტი მომავალ კვირას იგეგმება.
უკრაინულ მხარეს ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
კურსკის ატომური ელექტროსადგური ერთ-ერთი უდიდესია რუსეთში, რომელიც ქალაქ კურჩატოვთან ახლოს მდებარეობს. ის ელექტროენერგიით ცენტრალური ფედერალური ოლქის 19 რეგიონს ამარაგებს.
ყველა ახალი ამბავი
0