პრეზიდენტის სარჩელი „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ - როდის დაიწყება განხილვა

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2024
გამოწერა
კარგია, რომ ზურაბიშვილმა აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია და ამით პირდაპირ აღიარა თავისი არალეგიტიმურობა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მომავალ კვირაში დაიწყებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სარჩელის განხილვას, რომელიც მან შეიტანა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მისი შემდგომი გაუქმების შესახებ.
ზურაბიშვილმა 2024 წლის 15 ივლისს პირველად მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით „გამჭვირვალობის კანონის“ არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, რომელიც 3 ივნისს ამოქმედდა. ის ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით ოპოზიციურმა პარტიებმაც მიმართეს.
„კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია აღიარა. ასევე, კარგია, რომ მან პირდაპირი ფორმით, საკუთარი არალეგიტიმურობაც აღიარა“, - განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. სარჩელი სასამართლოში შეიტანეს „ოცნების“ დეპუტატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში. ზურაბიშვილის თქმით, ამან გამოავლინა არამხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიუღებლობა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს სავალალო მდგომარეობა.
რაც შეეხება უშუალოდ სამართლებრივ პროცესს, პარლამენტი იქნება წარმომადგენელი და ყველა პოზიცია ასევე იქნება დაცული. სამართლებრივად ძალიან მარტივად არის საქმე, აღნიშნა კობახიძემ.
„გამჭვირვალობას ვერ ექნება ვერავითარი ალტერნატივა. აქედან გამომდინარე, პერსპექტივა ვერ ექნება სარჩელს. შეუძლებელია დაამტკიცო, რომ გამჭვირვალობა სამართლებრივად თუ სხვა კუთხით არის ცუდი, ამას ამტკიცებს სარჩელი, შესაბამისად ასეთ სარჩელს ვერანაირი სამართლებრივი პერსპექტივა ვერ ექნება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მედიის მონაცემებით, 29,30 და 31 აგვისტოსთვის ჩანიშნულ პროცესებზე გაირკვევა, გადავა თუ არა პრეზიდენტის სარჩელი არსებით განხილვაზე.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
ყველა ახალი ამბავი
0