გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerშტორმი
შტორმი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2024
გამოწერა
სინოპტიკოსები ძლიერ წვიმას, სეტყვასა და ქარის გაძლიერებას დღის მეორე ნახევარში პროგნოზირებენ.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოში 23 აგვისტოს გვიან საღამოდან 24 აგვისტოს დღის ბოლომდე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
კერძოდ, სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყანაში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში კი - ზოგან ძლიერი. შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მომატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0