https://sputnik-georgia.com/20240822/xvica-kvaracxeliam-cacavas-samsobiarosi-dabadebul-yvela-cvils-sacuqari-gauketa-289557784.html
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩაჩავას სამშობიაროში დაბადებულ ყველა ჩვილს საჩუქარი გაუკეთა
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩაჩავას სამშობიაროში დაბადებულ ყველა ჩვილს საჩუქარი გაუკეთა
Sputnik საქართველო
23 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი შვილის დაბადებას თავის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე უწოდა. 22.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-22T22:04+0400
2024-08-22T22:04+0400
2024-08-23T08:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/0a/287251762_0:0:2382:1341_1920x0_80_0_0_2013d983f410fb32ca7a7e093cd60c01.jpg
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ნაკრების და იტალიური „ნაპოლის“ ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ოთხშაბათს პირველი შვილის მამა გახდა, ჩაჩავას კლინიკაში დაბადებულ ჩვილებს ხელმოწერით ფეხბურთის ბურთები აჩუქა.ხვიჩა კვარაცხელია და მისი მეუღლე ნიცა თავაძე 21 აგვისტოს მშობლები გახდნენ. წყვილს ვაჟი შეეძინა. დამიანე კვარაცხელია თბილისში, ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა.იმის შესახებ, რომ წყვილი შვილს ელოდებოდა, თავად ფეხბურთელმა ჯერ კიდევ მარტში, ევრო-2024-ზე მერვედფინალში საქართველოს ისტორიული გასვლის შემდეგ ისაუბრა.23 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი შვილის დაბადებას თავის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე უწოდა.კვარაცხელიას ვაჟის დაბადება ერთ-ერთმა პირველმა მშობლიურმა კლუბმა მიულოცა.კლუბს ქომაგები შეუერთდნენ, რომლებმაც პატარას და მშობლებს დღეგრძელი და ბედნიერი ცხოვრება უსურვეს.კვარაცხელია უკვე დაბრუნდა ნეაპოლში, სადაც 25 აგვისტოს იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს „ბოლონიასთან“ გამართავს.ხვიჩამ და ნიცამ ჯვარი 2023 წლის ოქტომბერში დაიწერეს, ნიშნობა კი მარტში ჰქონდათ. შეყვარებულები 2023 წლის მარტში დაინიშნენ. წყვილი თავად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.ნიშნობის შემდეგ ნიცამ ხვიჩას იტალიაში ჩააკითხა, ხოლო სერია А-ში სეზონის დასრულების შემდეგ ხვიჩა და ნიცა საქორწინო მოგზაურობაში წავიდნენ.აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია თითოეულ გატანილ გოლს თავის შეყვარებულს უძღვნიდა და ამისათვის სპეციალური ჟესტიც კი მოიფიქრა - თითებს ქართული ასო „ნ“-ს ფორმით იკავებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/0a/287251762_194:0:2311:1588_1920x0_80_0_0_8c1fbc3217a64323db9b63d093c34a63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩაჩავას სამშობიაროში დაბადებულ ყველა ჩვილს საჩუქარი გაუკეთა
22:04 22.08.2024 (განახლებულია: 08:04 23.08.2024) 23 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი შვილის დაბადებას თავის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე უწოდა.
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ნაკრების და იტალიური „ნაპოლის“ ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ოთხშაბათს პირველი შვილის მამა გახდა, ჩაჩავას კლინიკაში დაბადებულ ჩვილებს ხელმოწერით ფეხბურთის ბურთები აჩუქა.
ხვიჩა კვარაცხელია და მისი მეუღლე ნიცა თავაძე 21 აგვისტოს მშობლები გახდნენ. წყვილს ვაჟი შეეძინა. დამიანე კვარაცხელია თბილისში, ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა.
იმის შესახებ, რომ წყვილი შვილს ელოდებოდა, თავად ფეხბურთელმა ჯერ კიდევ მარტში, ევრო-2024-ზე მერვედფინალში საქართველოს ისტორიული გასვლის შემდეგ ისაუბრა.
23 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი შვილის დაბადებას თავის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე უწოდა.
„ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში. 21.08.24. დამიანე კვარაცხელია“, - დაწერა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში.
კვარაცხელიას ვაჟის დაბადება ერთ-ერთმა პირველმა მშობლიურმა კლუბმა მიულოცა.
„ნაპოლი ულოცავს ხვიჩას და ნიცას პატარა დამიანე კვარაცხელიას დაბადებას", - წერია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.
კლუბს ქომაგები შეუერთდნენ, რომლებმაც პატარას და მშობლებს დღეგრძელი და ბედნიერი ცხოვრება უსურვეს.
კვარაცხელია უკვე დაბრუნდა ნეაპოლში, სადაც 25 აგვისტოს იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს „ბოლონიასთან“ გამართავს.
ხვიჩამ და ნიცამ ჯვარი 2023 წლის ოქტომბერში დაიწერეს, ნიშნობა კი მარტში ჰქონდათ. შეყვარებულები 2023 წლის მარტში დაინიშნენ. წყვილი თავად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.
ნიშნობის შემდეგ ნიცამ ხვიჩას იტალიაში ჩააკითხა, ხოლო სერია А-ში სეზონის დასრულების შემდეგ ხვიჩა და ნიცა საქორწინო მოგზაურობაში წავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია თითოეულ გატანილ გოლს თავის შეყვარებულს უძღვნიდა და ამისათვის სპეციალური ჟესტიც კი მოიფიქრა - თითებს ქართული ასო „ნ“-ს ფორმით იკავებს.