https://sputnik-georgia.com/20240822/--evolution-georgia-----289554345.html
სახალხო დამცველი Evolution Georgia-ს გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა
სახალხო დამცველი Evolution Georgia-ს გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა
Sputnik საქართველო
მხოლოდ საქართველოში აღნიშნულ კომპანიაში 8 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. 22.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-22T20:11+0400
2024-08-22T20:11+0400
2024-08-22T20:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახალხო დამცველი
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_0:8:1750:992_1920x0_80_0_0_89932c9765fabbffe4a4e8bc28d93079.jpg
თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ტრანსნაციონალური კომპანია Evolution Georgia-ს გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა.Evolution Georgia-ს თანამშრომლები, ძირითადად უნივერსიტეტების სტუდენტები, 40 დღეზე მეტია არიან გაფიცულები. ონლაინ-კაზინოს 4 ათასამდე თანამშრომელმა 12 ივლისიდან გაფიცვა გამოაცხადა. მათი მთავარი მოთხოვნა შრომის პირობების გაუმჯობესებაა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა კი 12 აგვისტოდან პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართა.როგორც იოსელიანმა განმარტა, შესაძლო დისკრიმინაციის ნაწილში მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას. მან ასევე განმარტა, რომ ყველაფერს გააკეთებს მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად.იოსელიანის ინფორმაციით, გაფიცულები საუბრობენ ღირსების შემლახველ სამუშაო პირობებზე, დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტებზე და ა.შ.კომპანიის გაფიცულმა თანამშრომლების მოთხოვნები უცვლელია: შესვენების საათების გაზრდა, სამუშაო ადგილზე სანიტარიული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება, უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა, სამუშაო ადგილზე ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფა და კვების ვაუჩერების გაცემა, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესება.ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, სასწრაფოდ ჩაერთოს პროცესში, რადგან, მათივე თქმით, საქართველოში 19-20 წლის ადამიანები ღირსეული სამუშაო პირობების გამო შიმშილობენ.აგვისტოს დასაწყისში Evolution Georgia-მ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კომპანია ქვეყანაში საქმიანობის შეწყვეტას არ გამორიცხავს. მათ ამის მიზეზად პროფკავშირის მიერ შენობებში შესასვლელების გადაკეტვა და სამუშაო პროცესის ჩაშლა დაასახელეს.Evolution Georgia არის დისტანციური სათამაშო სერვისების მომწოდებელი კომპანია, რომელიც საქართველოში 2017 წელს შემოვიდა. მხოლოდ საქართველოში კომპანიაში 8 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_59:0:1616:1168_1920x0_80_0_0_f8d03a1b2468e9dcc2507362eeffc566.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება
სახალხო დამცველი Evolution Georgia-ს გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა
მხოლოდ საქართველოში აღნიშნულ კომპანიაში 8 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.
თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ტრანსნაციონალური კომპანია Evolution Georgia-ს გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა.
Evolution Georgia-ს თანამშრომლები, ძირითადად უნივერსიტეტების სტუდენტები, 40 დღეზე მეტია არიან გაფიცულები. ონლაინ-კაზინოს 4 ათასამდე თანამშრომელმა 12 ივლისიდან გაფიცვა გამოაცხადა. მათი მთავარი მოთხოვნა შრომის პირობების გაუმჯობესებაა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა კი 12 აგვისტოდან პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართა.
როგორც იოსელიანმა განმარტა, შესაძლო დისკრიმინაციის ნაწილში მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას. მან ასევე განმარტა, რომ ყველაფერს გააკეთებს მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად.
„საქმე ეხება შრომით დისკრიმინაციას, პროტესტის ფორმის გამოხატვის შესაძლებლობას და ასე შემდეგ. განსაკუთრებით დისკრიმინაციის ნაწილში მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას. იცით, რომ უშუალო მედიაციას ვერ მოვახდენთ, ამის მანდატი არ გაგვაჩნია, მაგრამ ყველა ძალას ვიღონებთ, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული იყოს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
იოსელიანის ინფორმაციით, გაფიცულები საუბრობენ ღირსების შემლახველ სამუშაო პირობებზე, დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტებზე და ა.შ.
კომპანიის გაფიცულმა თანამშრომლების მოთხოვნები უცვლელია: შესვენების საათების გაზრდა, სამუშაო ადგილზე სანიტარიული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება, უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა, სამუშაო ადგილზე ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფა და კვების ვაუჩერების გაცემა, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესება.
ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, სასწრაფოდ ჩაერთოს პროცესში, რადგან, მათივე თქმით, საქართველოში 19-20 წლის ადამიანები ღირსეული სამუშაო პირობების გამო შიმშილობენ.
აგვისტოს დასაწყისში Evolution Georgia-მ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კომპანია ქვეყანაში საქმიანობის შეწყვეტას არ გამორიცხავს. მათ ამის მიზეზად პროფკავშირის მიერ შენობებში შესასვლელების გადაკეტვა და სამუშაო პროცესის ჩაშლა დაასახელეს.
Evolution Georgia არის დისტანციური სათამაშო სერვისების მომწოდებელი კომპანია, რომელიც საქართველოში 2017 წელს შემოვიდა. მხოლოდ საქართველოში კომპანიაში 8 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.