ხვიჩა კვარაცხელია მამა გახდა

© Courtesy of Nitsa Tavadzeფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან ნიცა თავაძესთან ერთად
ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან ნიცა თავაძესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2024
გამოწერა
ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძეს პირველი შვილი ეყოლათ
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ნაკრების და იტალიური „ნაპოლის“ ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია მამა გახდა, წერენ ფეხბურთელის ნათესავები და კოლეგები სოციალურ ქსელში.
ხვიჩა კვარაცხელია და მისი მეუღლე ნიცა თავაძე მშობლები გახდნენ. წყვილს ვაჟი შეეძინა. დამიანე კვარაცხელია თბილისში, ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა.
იმის შესახებ, რომ წყვილი შვილს ელოდებოდა, თავად ფეხბურთელმა ჯერ კიდევ მარტში, ევრო-2024-ზე მერვედფინალში საქართველოს ისტორიული გასვლის შემდეგ ისაუბრა.
ხვიჩამ და ნიცამ ჯვარი 2023 წლის ოქტომბერში დაიწერეს, ნიშნობა კი მარტში ჰქონდათ. შეყვარებულები 2023 წლის მარტში დაინიშნენ. წყვილი თავად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.
ნიშნობის შემდეგ ნიცამ ხვიჩას იტალიაში ჩააკითხა, ხოლო სერია А-ში სეზონის დასრულების შემდეგ ხვიჩა და ნიცა საქორწინო მოგზაურობაში წავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია თითოეულ გატანილ გოლს თავის შეყვარებულს უძღვნიდა და ამისათვის სპეციალური ჟესტიც კი მოიფიქრა - თითებს ქართული ასო „ნ“-ს ფორმით იკავებს.
ყველა ახალი ამბავი
0