თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები იმოძრავებს

© photo: Sputnikთბილისი-ბათუმის მატარებელი
თბილისი-ბათუმის მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2024
გამოწერა
თბილისიდან მატარებელი გავა 00:30 საათზე, ხოლო ბათუმიდან დედაქალაქისკენ - 00:40 საათზე.
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, უახლოეს დღეებში თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა, იუწყება „საქართველოს რკინიგზა“.
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები 24, 25, 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს დაინიშნა.
განრიგის მიხედვით, დამატებითი მატარებელი თბილისიდან ადგილობრივი დროით 00:30 საათზე გავა და ბათუმში 05:38 საათზე ჩავა. ბათუმიდან კი მატარებელი 00:40 საათზე გავა და თბილისში 05:41 საათზე ჩამოვა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდზე, სწრაფი გადახდის აპარატებით, ასევე „საქართველოს რკინიგზის“ სალაროებში.
ყველა ახალი ამბავი
0