საქართველოს რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვები გაიზარდა - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerრკინიგზის სადგური სამტრედიაში
რკინიგზის სადგური სამტრედიაში - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2024
გამოწერა
რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 38,4% გამოგზავნილია რუსეთიდან
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადაზიდულია 3,6 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2,3%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული მოცულობიდან 11,1% მოდის ადგილობრივ გადაზიდვებზე, 27,7% – საერთაშორისო გადაზიდვებზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 61,2% – ტრანზიტზე.
2024 წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 27,3% ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 72,7% – ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე.
გარდა ამისა, რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 38,4% გამოგზავნილია რუსეთიდან, 28,1% – აზერბაიჯანიდან. დანარჩენი შემომტანი ქვეყნების წილი 10%-ზე ნაკლებია (თითოეულის ცალ-ცალკე).
ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობა გატანილია რუსეთში (11,6%), თითოეული დანარჩენი მიმღები ქვეყნის წილი 10%-ზე ნაკლებს შეადგენს.
ტრანზიტი
„საქსტატის“ მონაცემებით, ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 19,5% გადაზიდულია ნიდერლანდებში, 8,9% – თურქეთში, 6,7% - ჩინეთში, 3,5% – იტალიაში, 3,5% - აშშ-ში, 2,2% - უკრაინაში, 1,5% - რუმინეთში.
აღნიშნულ პერიოდში ტრანზიტული ტვირთების 7,2%-ის გამომგზავნი ქვეყანა ბრაზილიაა, 2%-ის – ჩინეთი, 1,4%-ის – აშშ, 1,2% - თურქეთი, 1,1%-ის - საბერძნეთი და 1მ1% - ესპანეთი.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 28,9% მოდის ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, 26,4% მოდის ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, ხოლო 13,2% – საკვები პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია განაწილება ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში, სადაც 55% ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 15,8% – სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებზე, 14,3% – ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე,
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი (46,7%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (22,7%), ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (8,2%), ძირითადი ლითონები (5,8%) დ ა კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (4,8%).
ამავე დროს ექსპორტზე გატანილია ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (41,8%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (30,8%), სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი (9,5%) და სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (8,4%).
სამგზავრო გადაზიდვები
2024 წლის აპრილ-ივნისში რკინიგზის მომსახურებით 505,1 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 7,7%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობა 9,2%-ით შემცირდა და 160,7 მლნ მგზავრი/კილომეტრი შეადგინა.
ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 521,6 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 99,3%-ს შეადგენს და 6,9%-ით ნაკლებია 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 3,5 ათასი მგზავრი, რაც 60%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 61,8% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 38,2%. სხვა მოსაზღვრე ქვეყნების მიმართულებით სამგზავრო გადაზიდვები არ განხორციელებულა.
ყველა ახალი ამბავი
0