https://sputnik-georgia.com/20240821/ramdeni-tvirti-gadamusavda-saqartvelos-portebsi-axali-monacemebi-289532626.html
რამდენი ტვირთი გადამუშავდა საქართველოს პორტებში - ახალი მონაცემები
რამდენი ტვირთი გადამუშავდა საქართველოს პორტებში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 431 გემი შემოვიდა 21.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-21T11:30+0400
2024-08-21T11:30+0400
2024-08-21T11:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პორტები
ბათუმი
ფოთის მუნიციპალიტეტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/07/236460767_0:70:2000:1195_1920x0_80_0_0_b384b2e0f6ee41655c61929b33873f14.jpg
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს პორტებში გადამუშავდა 4,2 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 11,9%-ით მეტია, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.„საქსტატის“ ცნობით, გადამუშავებული ტვირთის 44,2 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 33,9 პროცენტი - თხევადი ტვირთი, ხოლო 21,9 პროცენტი - ნაყარი ტვირთი.2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 431 გემი, რომელთა 33,2 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 33,2 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, 25,1 პროცენტი -კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 8,5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.2024 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 21,1 პროცენტით მეტი ნაყარი ტვირთმზიდი გემი მიიღო, 19,2 პროცენტით მეტი - თხევადი ტვირთმზიდი, 11,7 პროცენტით მეტი - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, კონტეინერმზიდი კი - 10,7 პროცენტით ნაკლები.2024 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17,9 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15,3 პროცენტი - პანამის, 10,9 პროცენტი - მალტის, 9,3 პროცენტი - ლიბერიის, დანარჩენი 46,6 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.მგზავრთა გადაყვანაგარდა ამისა, 2024 წლის აპრილ-ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგდა მგზავრთნაკადი საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში.პორტები 2,6 ათას მგზავრს მოემსახურა. მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 57,7 პროცენტი შეადგინა.საქართველოში ამჟამად ორი პორტია - ბათუმსა და ფოთში. ამასთან, ტვირთების ძირითადი ნაკადი დღეს ფოთზე გადის. ამ პორტის მინუსი არის მისი სიღრმე - დღეს პორტს არ შეუძლია 1,5 ათასზე მეტი კონტეინერის ტევადობის გემების მიღება.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/07/236460767_126:0:1903:1333_1920x0_80_0_0_061d17858f0be9b559b70294dbb516f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პორტები, ბათუმი , ფოთის მუნიციპალიტეტი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პორტები, ბათუმი , ფოთის მუნიციპალიტეტი
რამდენი ტვირთი გადამუშავდა საქართველოს პორტებში - ახალი მონაცემები
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 431 გემი შემოვიდა
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს პორტებში გადამუშავდა 4,2 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 11,9%-ით მეტია, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
„საქსტატის“ ცნობით, გადამუშავებული ტვირთის 44,2 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 33,9 პროცენტი - თხევადი ტვირთი, ხოლო 21,9 პროცენტი - ნაყარი ტვირთი.
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 431 გემი, რომელთა 33,2 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 33,2 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, 25,1 პროცენტი -კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 8,5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.
2024 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 21,1 პროცენტით მეტი ნაყარი ტვირთმზიდი გემი მიიღო, 19,2 პროცენტით მეტი - თხევადი ტვირთმზიდი, 11,7 პროცენტით მეტი - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, კონტეინერმზიდი კი - 10,7 პროცენტით ნაკლები.
2024 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17,9 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15,3 პროცენტი - პანამის, 10,9 პროცენტი - მალტის, 9,3 პროცენტი - ლიბერიის, დანარჩენი 46,6 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
გარდა ამისა, 2024 წლის აპრილ-ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგდა მგზავრთნაკადი საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში.
პორტები 2,6 ათას მგზავრს მოემსახურა. მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 57,7 პროცენტი შეადგინა.
საქართველოში ამჟამად ორი პორტია - ბათუმსა და ფოთში. ამასთან, ტვირთების ძირითადი ნაკადი დღეს ფოთზე გადის. ამ პორტის მინუსი არის მისი სიღრმე - დღეს პორტს არ შეუძლია 1,5 ათასზე მეტი კონტეინერის ტევადობის გემების მიღება.