https://sputnik-georgia.com/20240821/napolim-xvica-kvaracxelia-meurlis-msobriarobaze-dasaswrebad-gamousva-289538478.html
„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია თბილისში მეუღლის მშობიარობაზე დასასწრებად გამოუშვა
„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია თბილისში მეუღლის მშობიარობაზე დასასწრებად გამოუშვა
Sputnik საქართველო
ხვიჩა კვარაცხელია ყველა თავის გოლს მეუღლეს უძღვნის 21.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-21T18:37+0400
2024-08-21T18:37+0400
2024-08-21T18:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართველი ფეხბურთელები ევროპაში
იტალია
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/05/284713071_0:400:1639:1322_1920x0_80_0_0_77d3eb63a24317acd21277449db33a35.jpg
თბილისი, 21 აგვისრტო – Sputnik. საქართველოს ნაკრების და იტალიური „ნაპოლის“ ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ კლუბის ხელმძღვანელობისგან ნებართვა მიიღო და თბილისში გამოფრინდება, რათა მეუღლის მშობიარობას დაესწროს, წერს Area Napoli.ხვიჩა კვარაცხელია და მისი მეუღლე ნიცა თავაძე სულ მალე მშობლები გახდებიან. ამის შესახებ ისაუბრა თავად ფეხბურთელმა ჯერ კიდევ მარტში, ევრო-2024-ზე მერვედფინალში საქართველოს ისტორიული გასვლის შემდეგ.ხვიჩამ და ნიცამ ჯვარი 2023 წლის ოქტომბერში დაიწერეს, ნიშნობა კი მარტში ჰქონდათ. შეყვარებულები 2023 წლის მარტში დაინიშნენ. წყვილი თავად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.ნიშნობის შემდეგ ნიცამ ხვიჩას იტალიაში ჩააკითხა, ხოლო სერია А-ში სეზონის დასრულების შემდეგ ხვიჩა და ნიცა საქორწინო მოგზაურობაში წავიდნენ.აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია თითოეულ გატანილ გოლს თავის შეყვარებულს უძღვნიდა და ამისათვის სპეციალური ჟესტიც კი მოიფიქრა - თითებს ქართული ასო „ნ“-ს ფორმით იკავებს.Area Napoli-ს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს.უკვე კვირას, 25 აგვისტოს, კვარაცხელია უნდა გავიდეს მოედანზე იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში „ბოლონიასთან. „ნაპოლიმ“ სეზონის პირველი შეხვედრა „ვერონასთან“ ანგარიშით 0:3 წააგო. აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი მეორე ტაიმში მას შემდეგ გავიდა, რაც კვარაცხელიამ ტრავმის გამო მოედანი დატოვა.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/05/284713071_0:402:1639:1631_1920x0_80_0_0_13b9c04c403220e4196677ff85931ddd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართველი ფეხბურთელები ევროპაში , იტალია , სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, ქართველი ფეხბურთელები ევროპაში , იტალია , სპორტი
„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია თბილისში მეუღლის მშობიარობაზე დასასწრებად გამოუშვა
ხვიჩა კვარაცხელია ყველა თავის გოლს მეუღლეს უძღვნის
თბილისი, 21 აგვისრტო – Sputnik. საქართველოს ნაკრების და იტალიური „ნაპოლის“ ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ კლუბის ხელმძღვანელობისგან ნებართვა მიიღო და თბილისში გამოფრინდება, რათა მეუღლის მშობიარობას დაესწროს, წერს Area Napoli.
ხვიჩა კვარაცხელია და მისი მეუღლე ნიცა თავაძე სულ მალე მშობლები გახდებიან. ამის შესახებ ისაუბრა თავად ფეხბურთელმა ჯერ კიდევ მარტში, ევრო-2024-ზე მერვედფინალში საქართველოს ისტორიული გასვლის შემდეგ.
ხვიჩამ და ნიცამ ჯვარი 2023 წლის ოქტომბერში დაიწერეს, ნიშნობა კი მარტში ჰქონდათ. შეყვარებულები 2023 წლის მარტში დაინიშნენ. წყვილი თავად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.
ნიშნობის შემდეგ ნიცამ ხვიჩას იტალიაში ჩააკითხა, ხოლო სერია А-ში სეზონის დასრულების შემდეგ ხვიჩა და ნიცა საქორწინო მოგზაურობაში წავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია თითოეულ გატანილ გოლს თავის შეყვარებულს უძღვნიდა და ამისათვის სპეციალური ჟესტიც კი მოიფიქრა - თითებს ქართული ასო „ნ“-ს ფორმით იკავებს.
Area Napoli-ს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
„კვარაცხელიას აგენტი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება, რათა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ ხელშეკრულების ხანგრძლივობასა და ხელფასზე – საუბარია სეზონში ექვს მილიონ ევროზე“, - წერს გამოცემა.
უკვე კვირას, 25 აგვისტოს, კვარაცხელია უნდა გავიდეს მოედანზე იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში „ბოლონიასთან. „ნაპოლიმ“ სეზონის პირველი შეხვედრა „ვერონასთან“ ანგარიშით 0:3 წააგო. აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი მეორე ტაიმში მას შემდეგ გავიდა, რაც კვარაცხელიამ ტრავმის გამო მოედანი დატოვა.