გაზსადენზე ავარიის გამო ათი ათასი აბონენტი თბილისში გაზის გარეშე დარჩა

© photo: Sputnik / StringerTbilisi Energy
Tbilisi Energy - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2024
გამოწერა
გაზმომარაგების აღდგენა 21 აგვისტოს 09:00 სთ-დან დაიწყება და დასრულდება 20:00 საათამდე.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ვარკეთილში გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება ავარიულად 10.000 აბონენტს შეუწყდა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy.
კომპანიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე „თბილისი ენერჯის“ შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულია. გაზსადენის აღდგენის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
გაზმომარაგების აღდგენა 21 აგვისტოს 09:00 სთ-დან დაიწყება და დასრულდება 20:00 საათამდე.
„გთხოვთ იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო.
ყველა ახალი ამბავი
0