https://sputnik-georgia.com/20240821/baxmaromde-misasvleli-18-km-iani-gzis-reabilitacia-dasrulda-289536789.html
ბახმარომდე მისასვლელი 18 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ბახმარომდე მისასვლელი 18 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
Sputnik საქართველო
სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19,2 მლნ ლარით დაფინანსდა. 21.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-21T17:08+0400
2024-08-21T17:08+0400
2024-08-21T17:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
გურია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ვითარება გზებზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23647/61/236476147_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_f9853d9cd4a3ede4b925c53c5c8610b2.jpg
თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. გურიაში, კურორტ ბახმაროსთან დამაკავშირებელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 18 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.კერძოდ, ბახმარომდე მისასვლელ საავტომობილო გზაზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი და ხელოვნური ნაგებობები – წყალგამტარი ლითონის მილები, რკინაბეტონისა და გაბიონის საყრდენი კედლები და სხვა. ასევე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით გზა შემოიფარგლა ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარებით, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა. შემცირდა მგზავრობის დროც.სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19,2 მლნ ლარით დაფინანსდა.ბახმარო გურიის მხარეში, ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში მდებარეობს და ცნობილია თავისი უნიკალური სამკურნალო კლიმატით.კურორტ ბახმაროს 2019 წლის დასაწყისში დაბის სტატუსი მიენიჭა, ხოლო გაზაფხულზე – მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23647/61/236476147_56:0:944:666_1920x0_80_0_0_01e0356cfa16398a75c1035cf67238cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გურია , საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ვითარება გზებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, გურია , საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ვითარება გზებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს რეგიონები
ბახმარომდე მისასვლელი 18 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19,2 მლნ ლარით დაფინანსდა.
თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. გურიაში, კურორტ ბახმაროსთან დამაკავშირებელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 18 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
კერძოდ, ბახმარომდე მისასვლელ საავტომობილო გზაზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი და ხელოვნური ნაგებობები – წყალგამტარი ლითონის მილები, რკინაბეტონისა და გაბიონის საყრდენი კედლები და სხვა. ასევე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით გზა შემოიფარგლა ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარებით, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა. შემცირდა მგზავრობის დროც.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19,2 მლნ ლარით დაფინანსდა.
ბახმარო გურიის მხარეში, ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში მდებარეობს და ცნობილია თავისი უნიკალური სამკურნალო კლიმატით.
კურორტ ბახმაროს 2019 წლის დასაწყისში დაბის სტატუსი მიენიჭა, ხოლო გაზაფხულზე – მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.