https://sputnik-georgia.com/20240820/saqartvelosi-2023-wlis-pirdapiri-ucxouri-investiciebis-moculoba-daazustes-289517681.html
საქართველოში 2023 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დააზუსტეს
საქართველოში 2023 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დააზუსტეს
Sputnik საქართველო
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი დაზუსტდა რეინვესტირების მაჩვენებლის და რამდენიმე საწარმოს კრედიტების მოცულობის ცვლილებების გამო. 20.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-20T12:55+0400
2024-08-20T12:55+0400
2024-08-20T12:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23329/33/233293308_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_b539a5c2478219e928998c232298faab.jpg
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მოცულობა 2023 წელს 2022 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 15%-ით შემცირდა და 1,9 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.„საქსტატის“ ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი დაზუსტდა რეინვესტირების მაჩვენებლის და რამდენიმე საწარმოს კრედიტების მოცულობის ცვლილებების გამო. 2024 წლის მარტში გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წელს ინვესტიციები 19,3%-ით გაიზარდა.ინვესტიციები ასევე შემოვიდა თურქეთიდან, ირლანდიიდან, რუსეთიდან, ჩეხეთიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.რა სფეროებში ჩაიდო ინვესტიციებისაქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები 2024 წელს იყო ფინანსური და სადაზღვევო სექტორი, ვაჭრობა და გადამამუშავებელი მრეწველობა.ინვესტიციები ასევე განხორციელდა ვაჭრობაში, მშენებლობაში, ხელოვნებაში, დასვენებასა და გართობაში, ინფორმაციასა და კომუნიკაციებში, ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, ასევე სასტუმროებსა და რესტორნებში.რეინვესტიციები2023 წელს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო რეინვესტიციების დიდი მოცულობა, რამაც დაახლოებით 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა და მათმა წილმა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 83,7% შეადგინა.რეინვესტიციების დიდი მოცულობის ძირითად მიზეზად ხელისუფლება და ექსპერტები „ესტონური მოდელის" საგადასახადო სისტემის დანერგვას მიიჩნევენ.2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში საწარმოები მოგების იმ ნაწილის დაბეგვრისგან გათავისუფლდნენ, რომელიც წარმოების განვითარებაში იდება. არსებული საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთი 15%-ს შეადგენს.საინვესტიციო პოლიტიკამთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა ხელახლა ჩამოყალიბდება — პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა და ქვეყანა ახლებურად იქნება პოზიციონირებული.ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.ამავე პერიოდში მიიღება ახალი კანონი მეწარმეობის შესახებ, რომელიც ევროკავშირის შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და ასოცირების შეთანხმებითა და მისი დანართებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ასახავს, რითაც საქართველოს კორპორაციული სამართალი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვდება.კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად იტყვის უარს დღემდე სახელმწიფოს ხელში არსებულ ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი აქვთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23329/33/233293308_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_d00b0a95986ae2f663dfdfc12c2ea64e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
საქართველოში 2023 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დააზუსტეს
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი დაზუსტდა რეინვესტირების მაჩვენებლის და რამდენიმე საწარმოს კრედიტების მოცულობის ცვლილებების გამო.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მოცულობა 2023 წელს 2022 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 15%-ით შემცირდა და 1,9 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი დაზუსტდა რეინვესტირების მაჩვენებლის და რამდენიმე საწარმოს კრედიტების მოცულობის ცვლილებების გამო. 2024 წლის მარტში გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წელს ინვესტიციები 19,3%-ით გაიზარდა.
ინვესტიციები საქართველოში 2023 წელს. ქვეყნების ტოპ-სამეული
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | წილი ინვესტიციებში, % |
ნიდერლანდები | 386,3 | 20,3 |
დიდი ბრიტანეთი | 364,3 | 19,2 |
აშშ | 182,2 | 9,6 |
ინვესტიციები ასევე შემოვიდა თურქეთიდან, ირლანდიიდან, რუსეთიდან, ჩეხეთიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
რა სფეროებში ჩაიდო ინვესტიციები
საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები 2024 წელს იყო ფინანსური და სადაზღვევო სექტორი, ვაჭრობა და გადამამუშავებელი მრეწველობა.
ინვესტიციები საქართველოში 2023 წელს. მოწინავე დარგების ტოპ-სამეული
დარგი | მოცულობა, მლნ დოლარი | წილი ინვესტიციებში, % |
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა | 583,6 | 30,7 |
ვაჭრობა | 314,3 | 16,5 |
გადამამუშავებელი მრეწველობა | 301,5 | 15,9 |
ინვესტიციები ასევე განხორციელდა ვაჭრობაში, მშენებლობაში, ხელოვნებაში, დასვენებასა და გართობაში, ინფორმაციასა და კომუნიკაციებში, ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, ასევე სასტუმროებსა და რესტორნებში.
2023 წელს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო რეინვესტიციების დიდი მოცულობა, რამაც დაახლოებით 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა და მათმა წილმა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 83,7% შეადგინა.
რეინვესტიციების დიდი მოცულობის ძირითად მიზეზად ხელისუფლება და ექსპერტები „ესტონური მოდელის" საგადასახადო სისტემის დანერგვას მიიჩნევენ.
2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში საწარმოები მოგების იმ ნაწილის დაბეგვრისგან გათავისუფლდნენ, რომელიც წარმოების განვითარებაში იდება. არსებული საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთი 15%-ს შეადგენს.
მთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა ხელახლა ჩამოყალიბდება — პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა და ქვეყანა ახლებურად იქნება პოზიციონირებული.
ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.
ამავე პერიოდში მიიღება ახალი კანონი მეწარმეობის შესახებ, რომელიც ევროკავშირის შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და ასოცირების შეთანხმებითა და მისი დანართებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ასახავს, რითაც საქართველოს კორპორაციული სამართალი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვდება.
კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად იტყვის უარს დღემდე სახელმწიფოს ხელში არსებულ ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი აქვთ.