რუსეთის საელჩომ ლონდონის პოზიცია დაგმო

CC BY-SA 2.0 / Roger Templeman / Embassy of the Russian Federation Residence, Kensington Palace Gardensრუსეთის საელჩო ლონდონში
რუსეთის საელჩო ლონდონში - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2024
გამოწერა
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ დაგმო ლონდონის პოზიცია უკრაინის არმიის კურსკის ოლქში შეჭრასთან დაკავშირებით და ბრიტანეთის ხელისუფლება უკრაინის კრიზისის გაჭიანურებაში დაადანაშაულა, იუწყება „რია ნოვოსტი“.
როგორც საელჩის კომენტარშია ნათქვამი, ბრიტანეთისა სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა საჯაროდ ამართლებს „კიევის დანაშაულებრივ ავანტურას კურსკის ოლქში“, რითაც კიევის ესკალაციურ კურსს აძლიერებს.
„გადაჭრით ვგმობთ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ჯონ ჰილის განცხადებებს... მინისტრი მოუხერხებლად შეეცადა, უკრაინის თავდაცვისა და ბრიტანეთის უსაფრთხოების რაღაც მოსაზრებებით გაემართლებინა კიევის რეჟმის ქმედებები, მათ შორის, კურსკის ოლქში... დარწმუნებული ვართ, რომ ბევრი ბრიტანელი „გამჭოლ ხედავს“ აქაური სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხაზის სისუსტეს. ნაცვლად იმისა, რომ გადაჭრას საკუთარი ქვეყნის აქტუალური პრობლემები, ის აგრძელებს სპეკულირებას რუსეთისგან სავარაუდო საფრთხეების შესახებ და ცდილობს უკრაინის კრიზისის გახანგრძლივებას“, – ნათქვამია საელჩო9ს განცხადებაში.
დიპლომატიური მისია ასევე ხაზს უსვამს, რომ ჰილის კომენტარებში „რუსეთის რეგიონების მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ამორალობა“ შეინიშნება, ვინაიდან უკრაინა ბრიტანეთის მიერ მიწოდებულ იარაღს იყენებს რუსების წინააღმდეგ.
როგორც რუსული მხარე წერს, 6 აგვისტოს, დილის 5:30 საათზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები კურსკის ოლქში შეიჭრნენ ტერიტორიის დაკავების მიზნით. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კიევის რეჟიმმა პროვოკაცია მოახდინა და განურჩევლად ცხრილავდა სამოქალაქო ობიექტებს. მისი თქმით, მტერი ღირსეულ პასუხს მიიღებს, ხოლო რუსეთის წინაშე მდგარი ყველა მიზანი მიღწეული იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0