https://sputnik-georgia.com/20240820/ass-is-moqalaqe-romelic-bavsvis-mimart-mzime-danasaulistvis-izebneboda-batumso-daakaves-289519808.html
აშშ-ის მოქალაქე, რომელიც ბავშვის მიმართ მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდა, ბათუმში დააკავეს
აშშ-ის მოქალაქე, რომელიც ბავშვის მიმართ მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდა, ბათუმში დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებული პირის მიმართ განხორციელდება სამართლებრივი მოქმედებები აშშ-ში მისი შემდგომი ექსტრადირების და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების გადაცემის მიზნით 20.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-20T11:53+0400
2024-08-20T11:53+0400
2024-08-20T11:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250247199_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_37dbd29831aac14c4fe3378204cf1fb2.jpg
თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. ბათუმში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავეს, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე იძებნებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, დაკავებული ამერიკის შეერთებული შტატების აიდაჰოს შტატის შესაბამისი სამსახურის მიერ იძებნებოდა.აშშ-ის მოქალაქე სუს-მა ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებთან პარტნიორობის საფუძველზე ბათუმში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად დააკავა.უწყების ცნობით, ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მოთხოვნილი ღონისძიებების შედეგად, ამოღებულ იქნა დაკავებული პირის კუთვნილი ნივთები, მათ შორის, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, პორტატული კომპიუტერები და სხვადასხვა სახის სპეციალური დანიშნულების ელექტროტექნიკა.დაკავებული პირის მიმართ განხორციელდება სამართლებრივი მოქმედებები აშშ-ში მისი შემდგომი ექსტრადირების და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების გადაცემის მიზნით.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250247199_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_15068efa2546076e8b0da9fcd609a5b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
აშშ-ის მოქალაქე, რომელიც ბავშვის მიმართ მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდა, ბათუმში დააკავეს
11:53 20.08.2024 (განახლებულია: 11:54 20.08.2024) დაკავებული პირის მიმართ განხორციელდება სამართლებრივი მოქმედებები აშშ-ში მისი შემდგომი ექსტრადირების და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების გადაცემის მიზნით
თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. ბათუმში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავეს, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე იძებნებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული ამერიკის შეერთებული შტატების აიდაჰოს შტატის შესაბამისი სამსახურის მიერ იძებნებოდა.
აშშ-ის მოქალაქე სუს-მა ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებთან პარტნიორობის საფუძველზე ბათუმში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად დააკავა.
უწყების ცნობით, ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მოთხოვნილი ღონისძიებების შედეგად, ამოღებულ იქნა დაკავებული პირის კუთვნილი ნივთები, მათ შორის, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, პორტატული კომპიუტერები და სხვადასხვა სახის სპეციალური დანიშნულების ელექტროტექნიკა.
დაკავებული პირის მიმართ განხორციელდება სამართლებრივი მოქმედებები აშშ-ში მისი შემდგომი ექსტრადირების და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების გადაცემის მიზნით.