ქადაგიშვილი: „ნაცმოძრაობა“ საქართველოში ტრაგედიის და ომის თანაავტორი იყო

© Courtesy of Parliament of Georgiaირაკლი ქადაგიშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2024
გამოწერა
ამ პარტიების გაერთიანებას რაიმე პრინციპული სიახლე ან მნიშვნელობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ გააჩნია, განაცხადა ქადაგიშვილმა
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. მიუხედავად რამდენიმე ოპოზიციური პარტიის სხვადასხვა სახელწოდებით გაერთიანებისა, საზოგადოებას საქმე აქვს იგივე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც იყო საქართველოში ომისა და ტრაგედიის თანაავტორი, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანდნენ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ (გიორგი ვაშაძე) და „ევროპული საქართველო“ (გიგი წერეთელი). გარდა ამისა, გაერთიანდნენ „ახალი“ (ნიკა გვარამია, ნიკა მელია), „დროა“ (ელენე ხოშტარია), „გირჩი - მეტი თავისუფლება“ (ზურა ჯაფარიძე).
„ჩვენ, რეალურად, საქმე გვაქვს ერთ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, რომელიც საქართველოში იმ ტრაგედიის და ომის თანაავტორი იყო და რომელიც დღესაც იმავე პოლიტიკის გამგრძელებელია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა.
ამიტომ, რა გადაადგილება მოხდება ამ კონგლომერატში, რამდენ ნაწილად დაიშლებიან და გაერთიანდებიან თუ არა, ეს არ შეცვლის მათ ზოგად სახეს, მოცემულობას და ზოგად სურათს, აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ამ პარტიების ელექტორატიც უცვლელია - ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლები, რომლებიც ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 25-30%-ს შეადგენენ.
„მათი ელექტორატი ძირითადად ერთგვაროვანია - ეს არის ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატი, რომლის ნაწილებზე მიმდინარეობს ახლა დაშლილი თუ ხან გაერთიანებული „ნაციონალურ მოძრაობის” ნაწილებს შორის ნადირობა... ფაქტია, რომ მათი არეალი არის მკაფიოდ შემოსაზღვრული დაახლოებით 25-30%-ის ფარგლებში”, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
დეპუტატის თქმით, აღნიშნული პარტიების გაერთიანებას რაიმე პრინციპული სიახლე ან მნიშვნელობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ გააჩნია.
© Courtesy of Parliament of Georgiaირაკლი ქადაგიშვილი
Ираклий Кадагишвили - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2024
ირაკლი ქადაგიშვილი
ამ დროისთვის „ქართული ოცნება“ ყველა საზოგადოებრივ გამოკითხვაში საარჩევნო რბოლის ლიდერია. 2023 წლის გამოკითხვების მიხედვით, ბარიერის გადალახვის შანსი ორ-ხუთ პარტიას აქვს. ამავდროულად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ინარჩუნებს ლიდერობას, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი სხვაობით მეორე ადგილზეა.
საპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ძალთა გადანაწილება
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
ყველა ახალი ამბავი
0