https://sputnik-georgia.com/20240819/vadagasuli-teroristebis-klubi-rati-bregaze-opoziciis-gaertianebaze-289511766.html
„ვადაგასული ტერორისტების კლუბი“ - რატი ბრეგაძე ოპოზიციის გაერთიანებაზე
„ვადაგასული ტერორისტების კლუბი“ - რატი ბრეგაძე ოპოზიციის გაერთიანებაზე
Sputnik საქართველო
რამდენიმე დღის წინ „ევროპული საქართველო“ ყოფილი მმართველი პარტიის გაერთიანებას შეუერთდა 19.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-19T18:58+0400
2024-08-19T18:58+0400
2024-08-19T18:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/10/273133444_0:135:1920:1215_1920x0_80_0_0_a243e54b1e6837f31ab0bcffcc753bb3.jpg
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგვაძემ გაერთიანებებს, რომლებსაც უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ყოფილი წევრები ქმნიან, „ვადაგადაცილებული, გზააბნეული ტერორისტების კლუბი“ უწოდა.26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანდნენ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ (გიორგი ვაშაძე) და „ევროპული საქართველო“ (გიგი წერეთელი). გარდა ამისა, გაერთიანდნენ „ახალი“ (ნიკა გვარამია, ნიკა მელია), „დროა“ (ელენე ხოშტარია), „გირჩი - მეტი თავისუფლება“ (ზურა ჯაფარიძე).მმართველი პარტიის ლიდერები „ნაცმოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.ამ დროისთვის „ქართული ოცნება“ ყველა საზოგადოებრივ გამოკითხვაში საარჩევნო რბოლის ლიდერია. 2023 წლის გამოკითხვების მიხედვით, ბარიერის გადალახვის შანსი ორ-ხუთ პარტიას აქვს. ამავდროულად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ინარჩუნებს ლიდერობას, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი სხვაობით მეორე ადგილზეა.საპარლამენტო არჩევნებისაპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.ძალთა გადანაწილებასაპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/10/273133444_28:0:1735:1280_1920x0_80_0_0_e36308fc216be4ed84209f9f238769d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოცნება
„ვადაგასული ტერორისტების კლუბი“ - რატი ბრეგაძე ოპოზიციის გაერთიანებაზე
რამდენიმე დღის წინ „ევროპული საქართველო“ ყოფილი მმართველი პარტიის გაერთიანებას შეუერთდა
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგვაძემ გაერთიანებებს, რომლებსაც უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ყოფილი წევრები ქმნიან, „ვადაგადაცილებული, გზააბნეული ტერორისტების კლუბი“ უწოდა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანდნენ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ (გიორგი ვაშაძე) და „ევროპული საქართველო“ (გიგი წერეთელი). გარდა ამისა, გაერთიანდნენ „ახალი“ (ნიკა გვარამია, ნიკა მელია), „დროა“ (ელენე ხოშტარია), „გირჩი - მეტი თავისუფლება“ (ზურა ჯაფარიძე).
„კოლექტიური ნაცმოძრაობის უმისამართოდ მიმოფანტული ანასხლეტების გაერთიანება ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ერთხელ აფეთქებული ხელყუმბარის ნაფლეთებისგან ახლის შექმნის მცდელობა. ვადაგასული გზააბნეული ტერორისტების კლუბი", - წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.
მმართველი პარტიის ლიდერები „ნაცმოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
ამ დროისთვის „ქართული ოცნება“ ყველა საზოგადოებრივ გამოკითხვაში საარჩევნო რბოლის ლიდერია. 2023 წლის გამოკითხვების მიხედვით, ბარიერის გადალახვის შანსი ორ-ხუთ პარტიას აქვს. ამავდროულად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ინარჩუნებს ლიდერობას, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი სხვაობით მეორე ადგილზეა.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.