https://sputnik-georgia.com/20240819/saqartvelosi-kontrabanduli-sigaretis-semotanis-faqtebi-arkvetes-289509996.html
საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს
საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს
Sputnik საქართველო
კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ და ფულადი ჯარიმა დაეკისრათ. 19.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-19T17:29+0400
2024-08-19T17:29+0400
2024-08-19T17:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0e/248971213_0:45:1759:1034_1920x0_80_0_0_1f1265efc9f17ed762805db9ab457a5b.jpg
თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. მიმდინარე წლის 25 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით, საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „ყაზბეგი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „ლაგოდეხი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგისა და მათი ავტომანქანების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში 32.250 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.კანონდამრღვევ მოქალაქეებს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს ფულადი ჯარიმა 1 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო სამ კანონდამრღვევ მოქალაქეს, ვინაიდან ქმედება იყო განმეორებითი, თითოეულს ფულადი ჯარიმა 3 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.კანონდამრღვევი საქართველოს ერთი მოქალაქის საქმის მასალები კი, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0e/248971213_160:0:1600:1080_1920x0_80_0_0_1930409aada425db3e56067c6a3b1cea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს
კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ და ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.
თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. მიმდინარე წლის 25 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით, საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „ყაზბეგი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „ლაგოდეხი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგისა და მათი ავტომანქანების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში 32.250 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
კანონდამრღვევ მოქალაქეებს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს ფულადი ჯარიმა 1 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო სამ კანონდამრღვევ მოქალაქეს, ვინაიდან ქმედება იყო განმეორებითი, თითოეულს ფულადი ჯარიმა 3 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.
კანონდამრღვევი საქართველოს ერთი მოქალაქის საქმის მასალები კი, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.