https://sputnik-georgia.com/20240819/raze-saubres-putinma-da-alievma-baqosi-ziritadi-sakitxebi-289513020.html
რაზე ისაუბრეს პუტინმა და ალიევმა ბაქოში: ძირითადი საკითხები
რაზე ისაუბრეს პუტინმა და ალიევმა ბაქოში: ძირითადი საკითხები
Sputnik საქართველო
რუსულ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებების შემდეგ მიღებულია ერთობლივი განცხადება 19.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-19T21:12+0400
2024-08-19T21:12+0400
2024-08-19T21:12+0400
აზერბაიჯანი
რუსეთი
ვლადიმირ პუტინი
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/13/289512100_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_64dd5ebaa3514f4dbdd81ac1d2d9fce7.jpg
თბილისი 19 აგვისტო – Sputnik. სამხრეთ კავკასიაში მყარი მშვიდობა და სტაბილურობა სრულად შეესაბამება რეგიონის ყველა ქვეყნისა და ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს. ეს მოსაზრება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან მოლაპარაკების შემდეგ გამოთქვა.რუსეთის ლიდერმა დაადასტურა, რომ რუსეთი მომავალშიც შეუწყობს ხელს აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობის ნორმალიზებასა და სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას 2022 წლის ცნობილ სამმხრივ შეთანხმებებზე დაყრდნობით.სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანში მყოფ რუსეთის პრეზიდენტთან ერთობლივი განცხადების ფარგლებში აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ მხარეებმა დეტალურად განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. მან აღნიშნა, რომ „2023 წლის სექტემბრის შემდეგ რეგიონში სრულიად ახალი ვითარება შეიქმნა“.ამავდროულად, ალიევმა განაცხადა, რომ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება მეტწილად დამოკიდებულია აზერბაიჯანის რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობაზე.ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივი განცხადება გაკეთდა. კერძოდ, ეს განცხადება მოუწოდებს საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმა „3+3“-ის, როგორც ურთიერთქმედების ეფექტური მექანიზმის პოტენციალის განვითარებას.
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/13/289512100_120:0:2851:2048_1920x0_80_0_0_e37ad7201662787ea34598e47001051c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აზერბაიჯანი, რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, კავკასია
აზერბაიჯანი, რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, კავკასია
რაზე ისაუბრეს პუტინმა და ალიევმა ბაქოში: ძირითადი საკითხები
რუსულ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებების შემდეგ მიღებულია ერთობლივი განცხადება
თბილისი 19 აგვისტო – Sputnik. სამხრეთ კავკასიაში მყარი მშვიდობა და სტაბილურობა სრულად შეესაბამება რეგიონის ყველა ქვეყნისა და ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს. ეს მოსაზრება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან მოლაპარაკების შემდეგ გამოთქვა.
რუსეთის ლიდერმა დაადასტურა, რომ რუსეთი მომავალშიც შეუწყობს ხელს აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობის ნორმალიზებასა და სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას 2022 წლის ცნობილ სამმხრივ შეთანხმებებზე დაყრდნობით.
„ჩვენ ასევე მზად ვართ ხელი შევუწყოთ საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციას, აქ ვგულისხმობ, რომ გაგვაჩნია საბჭოთა კავშირის დროინდელი შესაბამისი დოკუმენტები, ასევე ტრანსსასაზღვრო მარშრუტების განბლოკვას და ჰუმანიტარული კონტაქტების დამყარებას“, - დაასკვნა პრეზიდენტმა.
სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანში მყოფ რუსეთის პრეზიდენტთან ერთობლივი განცხადების ფარგლებში აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ მხარეებმა დეტალურად განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. მან აღნიშნა, რომ „2023 წლის სექტემბრის შემდეგ რეგიონში სრულიად ახალი ვითარება შეიქმნა“.
ამავდროულად, ალიევმა განაცხადა, რომ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება მეტწილად დამოკიდებულია აზერბაიჯანის რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობაზე.
ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივი განცხადება გაკეთდა. კერძოდ, ეს განცხადება მოუწოდებს საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმა „3+3“-ის, როგორც ურთიერთქმედების ეფექტური მექანიზმის პოტენციალის განვითარებას.