https://sputnik-georgia.com/20240819/qartulma-ocnebam-mouwoda-donorebs-ar-daafinanson-destabilizacia-saqartvelosi-289508096.html
„ქართულმა ოცნებამ“ მოუწოდა დონორებს არ დააფინანსონ დესტაბილიზაცია საქართველოში
„ქართულმა ოცნებამ“ მოუწოდა დონორებს არ დააფინანსონ დესტაბილიზაცია საქართველოში
Sputnik საქართველო
NED-ი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა - ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფონდი დემოკრატიის მხარდაჭერის საფარქვეშ დივერსიის, ინფილტრაციისა და საბოტაჟის... 19.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-19T16:03+0400
2024-08-19T16:03+0400
2024-08-19T22:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289037267_0:33:1280:753_1920x0_80_0_0_ceb919bebf2f6ac2bc113fb09dc2b8b0.jpg
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოუწოდებს უცხოურ ორგანიზაციებს და ფონდებს, შეწყვიტონ საქართველოში თანხების შემოტანა, რომლებიც პირდაპირ მიმართულია ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების შეცვლაზე, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ.აშშ-ის კონგრესის მიერ დაფინანსებული „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) კვლავ ყურადღების ცენტრშია საქართველოში, სადაც ის აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან. ამჯერად NED-ზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ადანაშაულებს ფონდს დემოკრატიის მხარდაჭერის საფარქვეშ დივერსიის, ინფილტრაციისა და საბოტაჟის განხორციელებაში მთელ მსოფლიოში.დეპუტატის თქმით, მმართველი ძალა არ დაუშვებს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას.„არავის მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე ფორმით შეეცადონ ამ ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას, მათ შორის, თუნდაც დესტაბილიზაციის შემოტანას. „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლა სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი მნიშვნელობით საომარი მოქმედებების განვითარება“, - განაცხადა გორდულაძემ.„ქართულ ოცნებაში“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.მმართველ პარტიაში ასევე აცხადებენ, რომ NED ცდილობს მოახდინოს ზემოქმედება ქართულ პოლიტიკურ პროცესებზე არასამთავრობო სექტორის მეშვეობით და ამერიკული დაფინანსებით.გორდულაძის თქმით, სწორედ NED-ი აფინანსებს „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების ცენტრს" (OCCRP), რომელმაც გასულ კვირაში გამოაქვეყნა სტატია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ.როგორც პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, ორგანიზაციამ გაავრცელა ტყუილი, თითქოს ივანიშვილის ოჯახმა თვეების წინ მოსკოვში ქონება შეიძინა. გამომდინარე იქიდან, რომ 1998 წლის შემდეგ ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრებს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენიათ და უფრო მეტიც, ამ ქვეყანაში არ გამგზავრებულან, ყალბი ინფორმაცია უტყუარი ფაქტებით მარტივად გაქარწყლდა.გორდულაძის თქმით, ამ ყველაფერს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და მისი ხელმძღვანელი ეკა გიგაური. ამასთან, NED-ი აფინანსებს როგორც OCCRP-ს, ისე „საერთაშორისო გამჭვირვალობასაც“.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშიჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეისწავლა NED-ის საქმიანობა და ფონდის შესახებ მოამზადა ვრცელი ანგარიში, რომელიც ორგანიზაციის მიმართ მთელ რიგ სერიოზულ ბრალდებებს შეიცავს.მასალაში ნათქვამია, რომ „დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების საფარქვეშ შეერთებულმა შტატებმა NED-ი გამოიყენა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ინფილტრაციის, ჩარევისა და დივერსიისთვის“.პარაგრაფში სახელწოდებით „განხეთქილების და დაპირისპირების წაქეზება სხვა ქვეყნების სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრის მიზნით“ ნახსენებია საქართველო.დოკუმენტში ნახსენებია ფერადი რევოლუციები, უკრაინაში ევრომაიდანის დაფინანსება და მხარდაჭერა, ასევე ნათქვამია, რომ 2024 წლის მაისში NED-მა გამოუცხადა მხარდაჭერა და წაახალისა საპროტესტო აქციები საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ.გასაკვირი არაფერია„ქართულ ოცნებას“ არ გაკვირვებია ანგარიშის შინაარსი, რომელიც ჩინეთის საგარეო უწყებამ მოამზადა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, NED-ის მიერ დაფინანსებული არასამთავრობოების მიზანი საქართველოში არაერთგზის დესტაბილიზაციის გამოწვევა იყო.„გავიხსენოთ ბოლოს ახლა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, როდესაც აბსოლუტურ უმრავლესობას აქ მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა ჩამოეხსნა ნიღაბი და რეალურად საზოგადოებამ გაიგო სიმართლე, რომ თურმე ეს სამოქალაქო საზოგადოება და სექტორი კი არა, რეალურად ეს არის კანტორები, რომლის გავლითაც ფინანსდებიან ჩვეულებრივი პარტიები, დესტრუქციული პარტიები, რომელიც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფები“, - განაცხადა კირცხალიამ.მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. კანონპროექტის ინიცირებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ თბილისში და პერიოდულად რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართებოდა.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეწინააღმდეგებოდნენ. მსგავსი კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე, განაცხადა მთელმა დასავლეთმა.როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.რეზონანსული კანონი ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289037267_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_0df2d2f4b8381ed4bda5944fa691f7a0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
„ქართულმა ოცნებამ“ მოუწოდა დონორებს არ დააფინანსონ დესტაბილიზაცია საქართველოში
16:03 19.08.2024 (განახლებულია: 22:28 19.08.2024) NED-ი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა - ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფონდი დემოკრატიის მხარდაჭერის საფარქვეშ დივერსიის, ინფილტრაციისა და საბოტაჟის განხორციელებაში დაადანაშაულა
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოუწოდებს უცხოურ ორგანიზაციებს და ფონდებს, შეწყვიტონ საქართველოში თანხების შემოტანა, რომლებიც პირდაპირ მიმართულია ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების შეცვლაზე, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ.
აშშ-ის კონგრესის მიერ დაფინანსებული „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) კვლავ ყურადღების ცენტრშია საქართველოში, სადაც ის აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან. ამჯერად NED-ზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ადანაშაულებს ფონდს დემოკრატიის მხარდაჭერის საფარქვეშ დივერსიის, ინფილტრაციისა და საბოტაჟის განხორციელებაში მთელ მსოფლიოში.
„ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ და ყველას მივმართოთ, რომ დაანებონ თავი ჩვენს ქვეყანაში თანხების ჩასხმას, რომელიც პირდაპირ მიმართული იქნება დესტაბილიზაციისკენ. ხელები და რაც მთავარია თანხები შორს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკისგან“, - განაცხადა გორდულაძემ.
დეპუტატის თქმით, მმართველი ძალა არ დაუშვებს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას.
„არავის მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე ფორმით შეეცადონ ამ ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას, მათ შორის, თუნდაც დესტაბილიზაციის შემოტანას. „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლა სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი მნიშვნელობით საომარი მოქმედებების განვითარება“, - განაცხადა გორდულაძემ.
„ქართულ ოცნებაში“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
მმართველ პარტიაში ასევე აცხადებენ, რომ NED ცდილობს მოახდინოს ზემოქმედება ქართულ პოლიტიკურ პროცესებზე არასამთავრობო სექტორის მეშვეობით და ამერიკული დაფინანსებით.
გორდულაძის თქმით, სწორედ NED-ი აფინანსებს „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების ცენტრს" (OCCRP), რომელმაც გასულ კვირაში გამოაქვეყნა სტატია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ.
როგორც პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, ორგანიზაციამ გაავრცელა ტყუილი, თითქოს ივანიშვილის ოჯახმა თვეების წინ მოსკოვში ქონება შეიძინა. გამომდინარე იქიდან, რომ 1998 წლის შემდეგ ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრებს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენიათ და უფრო მეტიც, ამ ქვეყანაში არ გამგზავრებულან, ყალბი ინფორმაცია უტყუარი ფაქტებით მარტივად გაქარწყლდა.
გორდულაძის თქმით, ამ ყველაფერს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და მისი ხელმძღვანელი ეკა გიგაური. ამასთან, NED-ი აფინანსებს როგორც OCCRP-ს, ისე „საერთაშორისო გამჭვირვალობასაც“.
„შესაბამისად, გარკვეული ლოგიკური ჯაჭვიც ეწყობა იმაზე, რომ კონკრეტულად, ერთი მხარიდან ხდება დაფინანსებები და მერე ეს ყველაფერი მიმართულია როგორც ჩვენი ლიდერების „გაშავებაზე“, ისე ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ინტერესების პირდაპირ დაზიანებაზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეისწავლა NED-ის საქმიანობა და ფონდის შესახებ მოამზადა ვრცელი ანგარიში, რომელიც ორგანიზაციის მიმართ მთელ რიგ სერიოზულ ბრალდებებს შეიცავს.
მასალაში ნათქვამია, რომ „დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების საფარქვეშ შეერთებულმა შტატებმა NED-ი გამოიყენა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ინფილტრაციის, ჩარევისა და დივერსიისთვის“.
პარაგრაფში სახელწოდებით „განხეთქილების და დაპირისპირების წაქეზება სხვა ქვეყნების სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრის მიზნით“ ნახსენებია საქართველო.
დოკუმენტში ნახსენებია ფერადი რევოლუციები, უკრაინაში ევრომაიდანის დაფინანსება და მხარდაჭერა, ასევე ნათქვამია, რომ 2024 წლის მაისში NED-მა გამოუცხადა მხარდაჭერა და წაახალისა საპროტესტო აქციები საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ.
„ქართულ ოცნებას“ არ გაკვირვებია ანგარიშის შინაარსი, რომელიც ჩინეთის საგარეო უწყებამ მოამზადა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, NED-ის მიერ დაფინანსებული არასამთავრობოების მიზანი საქართველოში არაერთგზის დესტაბილიზაციის გამოწვევა იყო.
„გავიხსენოთ ბოლოს ახლა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, როდესაც აბსოლუტურ უმრავლესობას აქ მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა ჩამოეხსნა ნიღაბი და რეალურად საზოგადოებამ გაიგო სიმართლე, რომ თურმე ეს სამოქალაქო საზოგადოება და სექტორი კი არა, რეალურად ეს არის კანტორები, რომლის გავლითაც ფინანსდებიან ჩვეულებრივი პარტიები, დესტრუქციული პარტიები, რომელიც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფები“, - განაცხადა კირცხალიამ.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. კანონპროექტის ინიცირებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ თბილისში და პერიოდულად რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართებოდა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეწინააღმდეგებოდნენ. მსგავსი კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე, განაცხადა მთელმა დასავლეთმა.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
რეზონანსული კანონი ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.