https://sputnik-georgia.com/20240819/26-oqtombris-arcevnebi-aris-referendumi-omsa-da-msvidobas-soris-premieri-289513543.html
26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის - პრემიერი
26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის - პრემიერი
Sputnik საქართველო
კობახიძის თქმით, ოქტომბერში არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობისა და ნათელი მომავლის სასარგებლოდ 19.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-19T22:40+0400
2024-08-19T22:40+0400
2024-08-19T22:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412374_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_f2b0586a81d1859bd48c01e54461248a.jpg
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უფრო პრინციპულია, ვიდრე ყველა წინა არჩევნები, და ერთგვარი რეფერენდუმი იქნება ომსა და მშვიდობას შორის, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს სრულიად პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) გაიმართება. ამავდროულად, პარტიების საარჩევნო სიებში დეპუტატობის ცალკეულ კანდიდატებს შეიძლება ეწოდოს დელეგატები, ანუ ამომრჩეველთა პოტენციური წარმომადგენლები ოლქებში.პრემიერის თქმით, მმართველი პარტია უახლოეს დღეებში დაასახელებს დელეგატებს თბილისში და ეს დედაქალაქში წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისი გახდება.მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ნაწილი - 22 დელეგატის ვინაობა გამოაქვეყნა, რომელთაგან თითოეული ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში იქნება პასუხისმგებელი საარჩევნო კამპანიაზე, ხოლო არჩევნების შემდეგ ამ ოლქის ამომრჩეველთა ინტერესებს პარლამენტში დაიცავს. თბილისის რვა დელეგატი უახლოეს დღეებში დასახელდებიან. სულ 30 საარჩევნო ოლქია.პრემიერის თქმით, წინასაარჩევნო კამპანია იძლევა ამომრჩევლებთან უშუალო შეხვედრებისა და მათთან საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებული თემების განხილვის შესაძლებლობას.ძალთა გადანაწილებასაპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412374_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_15313e1c6177f95e5beb3d3717538333.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის - პრემიერი
კობახიძის თქმით, ოქტომბერში არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობისა და ნათელი მომავლის სასარგებლოდ
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უფრო პრინციპულია, ვიდრე ყველა წინა არჩევნები, და ერთგვარი რეფერენდუმი იქნება ომსა და მშვიდობას შორის, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს სრულიად პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) გაიმართება. ამავდროულად, პარტიების საარჩევნო სიებში დეპუტატობის ცალკეულ კანდიდატებს შეიძლება ეწოდოს დელეგატები, ანუ ამომრჩეველთა პოტენციური წარმომადგენლები ოლქებში.
„ეს არჩევნები არის უკიდურესად პრინციპული არჩევნები... ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, რეფერენდუმი პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის და რეალურად აქ არჩევანის გაკეთება მარტივია - არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობის, მორალის და ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, მმართველი პარტია უახლოეს დღეებში დაასახელებს დელეგატებს თბილისში და ეს დედაქალაქში წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისი გახდება.
„რეგიონში აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია. უახლოეს დღეებში ჩვენ ასევე თბილისში დავასახელებთ რვავე დელეგატს და შესაბამისად, თბილისშიც სრულად ჩაირთვება კამპანია. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები ბოლომდე მივიტანოთ საზოგადოებამდე“, - განაცხადა კობახიძემ.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ნაწილი - 22 დელეგატის ვინაობა გამოაქვეყნა, რომელთაგან თითოეული ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში იქნება პასუხისმგებელი საარჩევნო კამპანიაზე, ხოლო არჩევნების შემდეგ ამ ოლქის ამომრჩეველთა ინტერესებს პარლამენტში დაიცავს. თბილისის რვა დელეგატი უახლოეს დღეებში დასახელდებიან. სულ 30 საარჩევნო ოლქია.
პრემიერის თქმით, წინასაარჩევნო კამპანია იძლევა ამომრჩევლებთან უშუალო შეხვედრებისა და მათთან საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებული თემების განხილვის შესაძლებლობას.
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.