https://sputnik-georgia.com/20240818/arcevnebi-2024-da-axali-barierebi-ceskos-senobastan-ristvis-unda-viyot-mzad-289498727.html
არჩევნები-2024 და ახალი ბარიერები ცესკოს შენობასთან: რისთვის უნდა ვიყოთ მზად
არჩევნები-2024 და ახალი ბარიერები ცესკოს შენობასთან: რისთვის უნდა ვიყოთ მზად
Sputnik საქართველო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები საკმაოდ მწვავე გარემოში ჩატარდება 18.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-18T09:56+0400
2024-08-18T09:56+0400
2024-08-18T09:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ცესკო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129763_0:28:1280:748_1920x0_80_0_0_976eedffbd300d33e3b54fe0480bc13f.jpg
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიამ უარყო ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შენობასთან დამატებითი ხელოვნური ბარიერები შიშის გამო ეწყობა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები საკმაოდ მწვავე გარემოში ჩატარდება, რაც დამახასიათებელია საქართველოსთვის, ისევე როგორც არჩევნების შემდგომ ღამეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან დამარცხებული მხარის პროტესტი. 2020 წლის ბოლო საპარლამენტო არჩევნები წყლის ჭავლის გამოყენებით და შენობაში შეჭრის მცდელობით დასრულდა.ცესკოს სხდომაზე ოპოზიციამ ადმინისტრაცია დაადანაშაულა, რომ ტერიტორიაზე ახალი ბარიერების დაყენებით ცენტრალური საარჩევნო კომისია ცდილობს თავიდან აიცილოს მასობრივი პროტესტი გაყალბების წინააღმდეგ.როგორც ცესკოში აღნიშნეს, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ახალი ღობეების ინსტალაციის გარდა ეწყობა სასაწყობე ინფრასტრუქტურა და სხდომათა დარბაზი, განახლდა საპარკინგე სივრცე და მიმდებარე ტერიტორია, დაიგო გზის ახალი საფარი.ცესკომ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიებს რიგითი ნომრები განუსაზღვრა>>„მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა ასახავს პროაქტიულ მიდგომას თანამშრომლების და შენობის დასაცავად, რაც უზრუნველყოფს როგორც დაწესებულებაში, ისე მის გარე პერიმეტრზე უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას“, - აღნიშნეს ცესკოში.ცესკო აღნიშნავს, ბრალდება, თითქოს ადმინისტრაციის წევრებს ხალხის რისხვის ეშინიათ, სინამდვილეს არ შეესაბამება.ხელისუფლება აცხადებს, რომ არჩევნები იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ამ მიზნით მათ უკვე გაუგზავნეს მოსაწვევები ყველა მსხვილ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას.ამასთან, როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ოპოზიცია არჩევნების შემდეგ შეეცდება შექმნას შთაბეჭდილება, რომ არჩევნები გაყალბდა და შეეცდება ხელისუფლების დამხობას.რიგი ქართული ოპოზიციური პარტიები უკვე აცხადებენ მმართველი ძალის, „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ და არჩევნებისთვის დამკვირვებლების მობილიზებას ახდენენ.ასე მაგალითად, პარტიამ „საქართველოსთვის“ შექმნა „არჩევნების დაცვის ჯგუფი“, ხოლო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პარტიებთან „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - „ხმის ციხე“. გარდა ამისა, ოპოზიციური არხები აჩვენებენ სარეკლამო რგოლებს, თუ როგორ უნდა დაიცვას ამომრჩეველმა თავისი ხმა არჩევნებზე.პირველად საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული ხმის მიცემის სისტემით ჩატარდება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური მთვლელი მანქანა.ასეთი ტექნოლოგიები ემსახურება პროცედურის გამარტივებას, ადამიანური შეცდომების მინიმიზაციას, საიმედოობის მაღალ დონეს, დათვლის სიზუსტეს და წინასწარი შედეგების მოკლე დროში გამოცხადებას, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა გიორგი კალანდარიშვილმა.ეს ტექნოლოგიები გამოყენებული იქნება საარჩევნო უბნების 90%-ზე.26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ ერთი სიახლე იქნება ის, რომ არჩევნები ახლა მხოლოდდამხოლოდ პროპორციულია, ანუ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება მხოლოდ პარტიებს შორის მოუწევს. პარლამენტში შევა ის პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს.დღეს „ქართული ოცნება“ ყველა საჯარო გამოკითხვაში საარჩევნო რბოლის ლიდერია. გამოკითხვების მიხედვით, ბარიერის გადალახვის შანსი 2-5 პარტიას აქვს. ამავდროულად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ინარჩუნებს ლიდერობას, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ჩამორჩენით მეორე ადგილზეა.ოპოზიციაში ამჟამად ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს და პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნის თემაზე აქტიურ კონსულტაციებს მართავენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129763_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_3d101aa9f215fd9162f0897a00c74a5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
არჩევნები-2024 და ახალი ბარიერები ცესკოს შენობასთან: რისთვის უნდა ვიყოთ მზად
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები საკმაოდ მწვავე გარემოში ჩატარდება
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიამ უარყო ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შენობასთან დამატებითი ხელოვნური ბარიერები შიშის გამო ეწყობა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები საკმაოდ მწვავე გარემოში ჩატარდება, რაც დამახასიათებელია საქართველოსთვის, ისევე როგორც არჩევნების შემდგომ ღამეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან დამარცხებული მხარის პროტესტი. 2020 წლის ბოლო საპარლამენტო არჩევნები წყლის ჭავლის გამოყენებით და შენობაში შეჭრის მცდელობით დასრულდა.
ცესკოს სხდომაზე ოპოზიციამ ადმინისტრაცია დაადანაშაულა, რომ ტერიტორიაზე ახალი ბარიერების დაყენებით ცენტრალური საარჩევნო კომისია ცდილობს თავიდან აიცილოს მასობრივი პროტესტი გაყალბების წინააღმდეგ.
„ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს ითვალისწინებს და უნდა ითვალისწინებდეს კიდეც უსაფრთხოების სტანდარტებს. საკმარისია გავიხსენოთ 2020 წელს ცესკოს თავმჯდომარის შემაჯამებელი ბრიფინგის ჩაშლის და ცესკოში შეჭრის მცდელობები, რომელშიც სამწუხაროდ, ცესკოს ყოფილი და მოქმედი წევრებიც მონაწილეობდნენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
როგორც ცესკოში აღნიშნეს, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ახალი ღობეების ინსტალაციის გარდა ეწყობა სასაწყობე ინფრასტრუქტურა და სხდომათა დარბაზი, განახლდა საპარკინგე სივრცე და მიმდებარე ტერიტორია, დაიგო გზის ახალი საფარი.
„მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა ასახავს პროაქტიულ მიდგომას თანამშრომლების და შენობის დასაცავად, რაც უზრუნველყოფს როგორც დაწესებულებაში, ისე მის გარე პერიმეტრზე უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას“, - აღნიშნეს ცესკოში.
ცესკო აღნიშნავს, ბრალდება, თითქოს ადმინისტრაციის წევრებს ხალხის რისხვის ეშინიათ, სინამდვილეს არ შეესაბამება.
„უსაფრთხოების დაცვა, პრევენცია, რისკების დაზღვევა, ტერიტორიის მოწესრიგება, შიშის სინონიმი ნამდვილად არ არის“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ხელისუფლება აცხადებს, რომ არჩევნები იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ამ მიზნით მათ უკვე გაუგზავნეს მოსაწვევები ყველა მსხვილ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას.
ამასთან, როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ოპოზიცია არჩევნების შემდეგ შეეცდება შექმნას შთაბეჭდილება, რომ არჩევნები გაყალბდა და შეეცდება ხელისუფლების დამხობას.
რიგი ქართული ოპოზიციური პარტიები უკვე აცხადებენ მმართველი ძალის, „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ და არჩევნებისთვის დამკვირვებლების მობილიზებას ახდენენ.
ასე მაგალითად, პარტიამ „საქართველოსთვის“ შექმნა „არჩევნების დაცვის ჯგუფი“, ხოლო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პარტიებთან „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - „ხმის ციხე“. გარდა ამისა, ოპოზიციური არხები აჩვენებენ სარეკლამო რგოლებს, თუ როგორ უნდა დაიცვას ამომრჩეველმა თავისი ხმა არჩევნებზე.
პირველად საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული ხმის მიცემის სისტემით ჩატარდება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური მთვლელი მანქანა.
ასეთი ტექნოლოგიები ემსახურება პროცედურის გამარტივებას, ადამიანური შეცდომების მინიმიზაციას, საიმედოობის მაღალ დონეს, დათვლის სიზუსტეს და წინასწარი შედეგების მოკლე დროში გამოცხადებას, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა გიორგი კალანდარიშვილმა.
ეს ტექნოლოგიები გამოყენებული იქნება საარჩევნო უბნების 90%-ზე.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ ერთი სიახლე იქნება ის, რომ არჩევნები ახლა მხოლოდდამხოლოდ პროპორციულია, ანუ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება მხოლოდ პარტიებს შორის მოუწევს. პარლამენტში შევა ის პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს.
დღეს „ქართული ოცნება“ ყველა საჯარო გამოკითხვაში საარჩევნო რბოლის ლიდერია. გამოკითხვების მიხედვით, ბარიერის გადალახვის შანსი 2-5 პარტიას აქვს. ამავდროულად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ინარჩუნებს ლიდერობას, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ჩამორჩენით მეორე ადგილზეა.
ოპოზიციაში ამჟამად ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს და პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნის თემაზე აქტიურ კონსულტაციებს მართავენ.