https://sputnik-georgia.com/20240817/ramdenit-gaizarda-sapensio-aqtivebi-saqartveloshi-ivlisis-monacemebi-289493131.html
რამდენით გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - ივლისის მონაცემები
რამდენით გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - ივლისის მონაცემები
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1,5 მლნ ადამიანზე მეტია ჩართული. 17.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-17T11:43+0400
2024-08-17T11:43+0400
2024-08-17T11:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საპენსიო სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/13/287431017_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_05f0c4cbb85670eeaf09b9791d960152.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულებამ 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, 5,3 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1,5 მლნ ადამიანზე მეტია ჩართული. აქედან 11,9 ათასმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემული თანხა კი 42,3 მლნ ლარს შეადგენს.გარდა ამისა, სააგენტომ გამოაქვეყნა საინვესტიციო პორტფელების მომგებიანობის შედეგები 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით. რეალური შემოსავალი (ინფლაციის გათვალისწინებით) ასეთია:დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/13/287431017_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_c800ec42fbae8048b576caa90caf2d31.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საპენსიო სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საპენსიო სააგენტო
რამდენით გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - ივლისის მონაცემები
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1,5 მლნ ადამიანზე მეტია ჩართული.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულებამ 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, 5,3 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1,5 მლნ ადამიანზე მეტია ჩართული. აქედან 11,9 ათასმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემული თანხა კი 42,3 მლნ ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, სააგენტომ გამოაქვეყნა საინვესტიციო პორტფელების მომგებიანობის შედეგები 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით. რეალური შემოსავალი (ინფლაციის გათვალისწინებით) ასეთია:
კონსერვატიული პორტფელი – 9,8%
დაბალანსებული პორტფელი – 13,5%
დინამიური პორტფელი – 14,6%.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.