https://sputnik-georgia.com/20240817/erovnulma-bankma-2023-2025-wlebis-sazedamxedvelo-strategiis-axali-redaqcia-gamoaqveyna-289494687.html
ეროვნულმა ბანკმა 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის ახალი რედაქცია გამოაქვეყნა
ეროვნულმა ბანკმა 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის ახალი რედაქცია გამოაქვეყნა
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი გეგმავს ფინანსების ზედამხედველობის პოლიტიკისა და კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობის გაძლიერებას 17.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-17T13:22+0400
2024-08-17T13:22+0400
2024-08-17T13:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830194_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_f08fb0a36b99e0b9076ba8dfa52279fa.jpg
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის 2024 წლის გამოცემას აქვეყნებს, რომელშიც მთავარი აქცენტი კეთდება საზედამხედველო პრიორიტეტების მიღწევის სამოქმედო გეგმაზე, შესაბამის აქტივობებსა და მათი შესრულების ვადებზე, ისევე როგორც საზედამხედველო სტრატეგიის შესრულების 2023 წლის ანგარიშზე.2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი შარშან გამოქვეყნდა. იგი ეროვნულმა ბანკმა კერძო და სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით შეიმუშავა. დოკუმენტით განისაზღვრა ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტები და აღნიშნული პრიორიტეტების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.როგორც 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიაში აღინიშნა, ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტები სამი წლის განმავლობაში უცვლელი რჩება. შესაბამისად, ბანკი თავის საქმიანობას საზედამხედველო მიმართულებით კვლავ შემდეგი ხუთი პრიორიტეტის გათვალისწინებით წარმართავს:„გასული წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი როგორც ეროვნული ბანკისთვის, ისე საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი საორიენტაციო დოკუმენტია. დოკუმენტი ხელს უწყობს ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტიან დაგეგმვას, თანამშრომლებისთვის სამომავლო ხედვის ცხადად ჩამოყალიბებას, სამომავლო ღონისძიებებზე სექტორისთვის პროგნოზირებადობის ზრდას“, - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის შემუშავებისას, ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო პრიორიტეტების განსაზღვრისას შემდეგი ფაქტორები გაითვალისწინა:ამ პრიორიტეტის შესრულებას ეროვნული ბანკი შემდეგი აქტივობებით გეგმავს:არსებული პრუდენციული რეგულირების დახვეწა, მათ შორის, ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით რისკზე დაფუძნებული მიდგომების განვითარება, რომელიც ეფექტიანად უპასუხებს მზარდ გამოწვევებს და წაახალისებს ინოვაციებს საფინანსო სისტემაში;კომერციული ბანკებისთვის საზედამხედველო ზომების, ადრეული ინტერვენციისა და საბანკო ლიცენზიის გაუქმებისათვის საჭირო თანმიმდევრული პროცესის ამსახველი ჩარჩოს განვითარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830194_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ad066d82026bddf6e43fcae75557fa2e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის ახალი რედაქცია გამოაქვეყნა
ეროვნული ბანკი გეგმავს ფინანსების ზედამხედველობის პოლიტიკისა და კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობის გაძლიერებას
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის 2024 წლის გამოცემას აქვეყნებს, რომელშიც მთავარი აქცენტი კეთდება საზედამხედველო პრიორიტეტების მიღწევის სამოქმედო გეგმაზე, შესაბამის აქტივობებსა და მათი შესრულების ვადებზე, ისევე როგორც საზედამხედველო სტრატეგიის შესრულების 2023 წლის ანგარიშზე.
2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი შარშან გამოქვეყნდა. იგი ეროვნულმა ბანკმა კერძო და სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით შეიმუშავა. დოკუმენტით განისაზღვრა ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტები და აღნიშნული პრიორიტეტების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.
როგორც 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიაში აღინიშნა, ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტები სამი წლის განმავლობაში უცვლელი რჩება. შესაბამისად, ბანკი თავის საქმიანობას საზედამხედველო მიმართულებით კვლავ შემდეგი ხუთი პრიორიტეტის გათვალისწინებით წარმართავს:
საფინანსო სექტორის რისკების მართვის ჩარჩოს გაუმჯობესება და შედეგებზე პროაქტიული რეაგირება;
საფინანსო სექტორში კონკურენციის ხელშეწყობა;
ფინანსური ინოვაციების წახალისება და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარება;
საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება;
ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება და გამჭვირვალობის ზრდა.
„გასული წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი როგორც ეროვნული ბანკისთვის, ისე საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი საორიენტაციო დოკუმენტია. დოკუმენტი ხელს უწყობს ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტიან დაგეგმვას, თანამშრომლებისთვის სამომავლო ხედვის ცხადად ჩამოყალიბებას, სამომავლო ღონისძიებებზე სექტორისთვის პროგნოზირებადობის ზრდას“, - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის შემუშავებისას, ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო პრიორიტეტების განსაზღვრისას შემდეგი ფაქტორები გაითვალისწინა:
საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ძირითადი მიმართულებები;
საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებული რეკომენდაციები და ნაკისრი ვალდებულებები6;
საერთაშორისო პრაქტიკისა და ტენდენციების ანალიზი;
კერძო სექტორისგან მიღებული მოსაზრებები და რეკომენდაციები, მათ შორის, გამოქვეყნებული კითხვარისა და საზედამხედველო სტრატეგიის პირველადი დოკუმენტის ფარგლებში მიღებული მოსაზრებები;
საზედამხედველო მანდატის ფარგლებში გამოვლენილი საჭიროებები, არსებული რისკები და გამოწვევები.
ამ პრიორიტეტის შესრულებას ეროვნული ბანკი შემდეგი აქტივობებით გეგმავს:
არსებული პრუდენციული რეგულირების დახვეწა, მათ შორის, ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით რისკზე დაფუძნებული მიდგომების განვითარება, რომელიც ეფექტიანად უპასუხებს მზარდ გამოწვევებს და წაახალისებს ინოვაციებს საფინანსო სისტემაში;
კომერციული ბანკებისთვის საზედამხედველო ზომების, ადრეული ინტერვენციისა და საბანკო ლიცენზიის გაუქმებისათვის საჭირო თანმიმდევრული პროცესის ამსახველი ჩარჩოს განვითარება.