https://sputnik-georgia.com/20240816/25-wlis-biwis-mkvleloba-veliscixesi-meore-braldebulsac-17-wlisni-patimroba-seefarda-289486297.html
25 წლის ბიჭის მკვლელობა ველისციხეში: მეორე ბრალდებულსაც 17 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
25 წლის ბიჭის მკვლელობა ველისციხეში: მეორე ბრალდებულსაც 17 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
Sputnik საქართველო
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხეში ორმა პირმა გიორგი მირზაშვილს ბლაგვი საგნით ჭრილობები მიაყენა და მისი ცხედარი ჭაში დამარხა. 16.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-16T19:08+0400
2024-08-16T19:08+0400
2024-08-17T00:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_c708abbe555ee74450a5c4ce5fc95a50.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ველისციხეში 25 წლის გიორგი მირზაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული მეორე მამაკაციც დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ნათქვამია პროკურატურის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 18 იანვარს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ორმა პირმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ბლაგვი საგნების გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემდეგ გაგუდეს. შემდეგ ბრალდებულებმა მოკლული ველისციხეში სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭაში დამარხეს და მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს დაეუფლნენ.სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი ჭაში 2023 წლის 25 მაისს იპოვეს.პოლიციამ საქმეზე ორი მამაკაცი დააკავა - გიორგი სულხანიშვილი და უშანგი ბერძენიშვილი. ორივე მათგანს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ქურდობას ედავებოდა.თელავის რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის თებერვალში ჯერ სულხანიშვილი ცნო დამნაშავედ და 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ამჟამად კი უშანგი ბერძენიშვილი და მასაც იგივე სასჯელი შეუფარდა.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_44eec6e4d4593f47a908e97efccd7a95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კახეთი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კახეთი
25 წლის ბიჭის მკვლელობა ველისციხეში: მეორე ბრალდებულსაც 17 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
19:08 16.08.2024 (განახლებულია: 00:04 17.08.2024) გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხეში ორმა პირმა გიორგი მირზაშვილს ბლაგვი საგნით ჭრილობები მიაყენა და მისი ცხედარი ჭაში დამარხა.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ველისციხეში 25 წლის გიორგი მირზაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული მეორე მამაკაციც დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ნათქვამია პროკურატურის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 18 იანვარს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ორმა პირმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ბლაგვი საგნების გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემდეგ გაგუდეს. შემდეგ ბრალდებულებმა მოკლული ველისციხეში სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭაში დამარხეს და მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს დაეუფლნენ.
სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი ჭაში 2023 წლის 25 მაისს იპოვეს.
პოლიციამ საქმეზე ორი მამაკაცი დააკავა - გიორგი სულხანიშვილი და უშანგი ბერძენიშვილი. ორივე მათგანს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ქურდობას ედავებოდა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის თებერვალში ჯერ სულხანიშვილი ცნო დამნაშავედ და 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ამჟამად კი უშანგი ბერძენიშვილი და მასაც იგივე სასჯელი შეუფარდა.